პოლიტიკა | ეკონომიკა | კულტურა | ტექნოლოგია | სპორტი
რეკლამა ჩვენს საიტზე
It is currently 20 Sep 2014, 09:52

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 259 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 13  Next
Author Message
 Post subject: ახალი ამბები
PostPosted: 04 Jan 2011, 11:12 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
პატრიარქს იუბილეს საგალობლებითა და კლასიკური ნაწარმოებების შესრულებით მიულოცავენ

Image

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა.

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა დაბადებიდან 78 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საპატრიარქოს ცნობით, ამასთან დაკავშირებით კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება, რომელსაც თავად იუბილარი დაესწრება.

კონცერტზე პატრიარქს იუბილეს საგალობლებითა და კლასიკური ნაწარმოებების შესრულებით მიულოცავენ. ამასთან, საპატრიარქოში მიღება აღარ გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

1952 წელს, ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ მესამის ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ, არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ, ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს; ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე პატრიარქად აირჩია.

ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

„ინტერპრესნიუსი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 05 Jan 2011, 11:15 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეფასებით, ქართველი ერი სულიერად ძლიერი და მთლიანია

Image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის შეფასებით, ქართველი ერი სულიერად ძლიერი და მთლიანია.

„მთავარი ის კი არ არის, რომ ჩემი დაბადების დღეა, მთავარია, რომ ჩვენი ერი სულიერად ძლიერი და მთლიანია. ჩვენი ერი ერთადაა და ვერავითარი შინა თუ გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებს მას“, - ბრძანა უწმინდესმა მისი იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

უწმინდესმა ქართველ ერს „დიდი სიყვარულისთვის“ მადლობაც გადაუხადა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ჯი-ეიჩ-ენი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 07 Jan 2011, 12:29 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობას ზეიმობს

Image

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამით ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და საშობაო ეპისტოლე წაიკითხა.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე მსგეფსია იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს.

„ინტერპრესნიუსი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 07 Jan 2011, 12:30 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
უწმინდესი მრევლს ამპარტავნების ცოდვის დაძლევისკენ მოუწოდებს

Image

უწმინდესი მრევლს ამპარტავნების ცოდვის დაძლევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა.

უწმინდესი ბრძანებს, რომ ამპარტავნება არის უპირველესი, უდიდესი და უსაშინლესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული. მისივე თქმით, სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა, ხოლო ამპარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე ღუპავს მას.

„როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს „მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქი ეპოსტოლეში ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა.

„მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს. ისეთ დღესასწაულებსაც კი, როგორც შობა ან აღდგომაა, ისინი თავისი თავისთვის იწყობენ და ყველაფერს გარეგნულ ელფერს აძლევენ, ხოლო მათი არსი საერთოდ არ აინტერესებთ. ბეთლემს შობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენებს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თავმდაბლობითა და უბრალოებით იწყება", - ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, უწმინდესი ამბობს, რომ ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემობრუნების პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.

„თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოროტი ადვილად არ თმობს პოზიციებს და ახალ-ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს, მაგალითად, მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს, სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, „სიმართლის" სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით, ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ", - ბრძანა უწმინდესმა.

„ინტერპრესნიუსი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 07 Jan 2011, 12:32 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
პატრიარქი ქართველ ერს ერთობის დაცვისკენ მოუწოდებს

Image

პატრიარქი ქართველ ერს ერთობის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა.

უწმინდესი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამჟამად სულიერი სირთულეების გარდა სხვაც მრავალი სირთულე არსებობს, მათ შორის მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები.

ილია მეორე აქვე ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიც ემატება.

„როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა „მეცნიერული" კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ. ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი ერთობა, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ოღონდ, როგორც დიდი ილია ამბობს, დღეს არის არა ხმლის, არამედ წიგნისა და კალმის ომი", - ბრძანებს უწმინდესი.

მას მიაჩნია, რომ პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებ-გვერდები, „რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნეთ".

„ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა; მათ ვებ-გვერდები იმ ენაზე უნდა გააკეთონ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.

„უფლისა და ზეციურ ძალთა გარდა, ჩვენ შემწედ, უპირველეს ყოვლისა, გვყავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დედა და მფარველი საქართველოსი, მსოფლიო მართლმადიდებელ წმინდანთა დასი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის უთვალავი წმინდანი, აგრეთვე, სამოთხის მკვიდრი სხვა ჩვენი ღირსეული წინაპრები. ამაშია მადლი და ძალა ჩვენი ქვეყნისა. მაგრამ მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, _ ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება", - ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

„ინტერპრესნიუსი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 10 Jan 2011, 10:20 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ილია მეორე: „არ შეგეშინდეთ, არ დაკარგოთ იმედი“

Image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა საქართველოს გამთლიანებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აფხაზებისა და ქართველების, ასევე ოსებისა და ქართველების ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ქრისტეშობის დღესასწაულს. ძალიან ლამაზად და მხატვრულად არის აღწერილი საგალობელი, რომ ღვითისმშობელმა დედამ მოსდრიკა ცანი და ციდან გარდამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მე იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს. თქვენ ალბათ მოისმინეთ ჩემი სპეციალური მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ მართლადადებელი ქრისტიანებისა და იქიდან ლტოლვილებისადმი, რომლებიც საქართველოში არიან დაფანტულნი. არ შეგეშინდეთ, არ დაკარგოთ იმედი, ღვთის მადლით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით გამთლიანდება საქართველო და ბედნიერები იქნებიან აფხაზებიც, ქართველებიც და ყველანი", - ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, „ჩანს, რომ ბოროტ სულს შეშურდა ქართული ეკლესიის აღზევება, ეკლესიის ასეთი გაძლეირება და ეს განსაცდელი მოუვლინა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მხოლოდ ერთად გადარჩება საქართველო. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. იხარეთ აქაც და იქაც. ღმერთი იყოს თქვენი და მთელი მსოფლიოს მფარველი", - დასძინა პატრიარქმა.

„პირველი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 10 Jan 2011, 13:57 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
საქართველოს ეკლესიისა და ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

Image

საქართველოს ეკლესიისა და ქვეყანაში არსებული ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ.

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა ქადაგებისას, საქართველოში უკვე ჩამოსულია კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი, რომელიც ფილმზე იმუშავებს.

პატრიარქმა მრევლს დავით წინასწარმეტყველისა და იოსებ მართლის ხსენების დღე მიულოცა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს აღნიშნავს.

ილია მეორემ ისაუბრა ასევე სხვა ეკლესიებთან ქართული ეკლესიის კავშირებზე.

პატრიარქი შეეხო ასურელ ერთან ურთიერთობასაც. მისი განცხადებით, ასურელი მამების ცხოვრებიდან ჩანს, რომ ისინი ადრე ქართულ ენაზე საუბრობდნენ.

პატრიარქმა დღესვე დადუნაშვილები, ჩიკვაიძეები, ალხაიძეები, ლობჟანიძეები და წეროძეები დალოცა.

„ჯი-ეიჩ-ენი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 10 Jan 2011, 14:16 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენაზე თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებში საპატრიარქო ჩაერთვება

Image

ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებში საპატრიარქო ჩაერთვება. ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აღდგენის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ვაჩეიშვილის თქმით, თურქეთიდან არ დაბრუნებულა ხელმოსაწერი დოკუმენტის საბოლოო ვერსია, ძირითადი შეთანხმების ტექსტის თანახმად კი, ისტორიული შეთანხმების პროექტი უკვე რესტავრირებულ მონასტრებსა და მეჩეთებში რელიგიური რუტუალების ჩატარების საკითხს ღიად ტოვებს.

„საპატრიარქო საქმის კურსში იქნება მას შემდეგ, რაც გაირკვევა ძირითადი შეთანხმების პუნქტები. თუმცა, ამ ეტაპზეც საქმის კურსშია, რადგან შეთანხმების ადრინდელი ვარიანტი გადავუგზავნეთ. ბუნებრივია, ამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადოებრივ აქტიურობასაც მოითხოვს. ისტორიული შანსი გვაქვს, გადავარჩინოთ უნიკალური ძეგლები, აღვადგინოთ და ფუნქცია მივანიჭოთ. ამიტომაც არ მესმის იმ წინააღმდეგობის, რომელსაც დროდადრო გამოხატავს საზოგადეობა“, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენას 15 მილიონი დოლარი სჭირდება, აღდგენითი სამუშაოები კი 5 წელიწადს გაგრძელდება. ვაჩეიშვილისვე განმარტებით, იმისთვის, რომ აღნიშნული ტაძრები იუნესკომ მფარველობის ქვეშ შევიდეს, ძეგლები თურქეთმა უნდა წარადგინოს.

არსებული ინფორმაციით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში, ყოფილ ლენინის მოედანზე დამწვარი მეჩეთის აღდგენა იგეგმება. ბათუმის მოსახლეობის ნაწილი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ბათუმში მეჩეთის აღდგენისა და ფუნქციონირების შემთხვევაში თურქეთში აღდგენილ ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურებაც უნდა აღდგეს.

„ინტერპრესნიუსი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 13 Jan 2011, 12:36 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
19 იანვარს ილია მეორე 530 ბავშვს მონათლავს

Image

19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 530 ბავშვს მონათლავს.

ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ნათლულების რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20, 21 დეკემბერს მიმდინარეობდა.

2008 წლიდან დღემდე პატრიარქს ჩვილთა თოთხმეტი ნათლობა აქვს ჩატარებული. ილია მეორემ უკვე 6000 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.

„პირველი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 13 Jan 2011, 18:19 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ბიჭვინთაში „მოსკოვის საპატრიარქოს საკულტო კომპლექსი“ შენდება

Image

ბიჭვინთაში „მოსკოვის საპატრიარქოს საკულტო კომპლექსი“ შენდება. ამის შესახებ მღვდელი იაკობ კროტოვი საიტ „გრანი.რუ“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

კროტოვის ვრცელი სტატია რუსეთის პატრიარქის კირილის საქმიანობას, კერძოდ კი მის რასისტულ ფრაზებსა და დამოკიდებულებებს ეხება.

„აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო ბიჭვინთაში „მოსკოვის საპატრიარქოს საკულტო კომპლექსი“ შენდება და ამის გამო, ნაკრძალის ერთ მონაკვეთში ფიჭვები მოჭრეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სამმართველომ განაცხადა, რომ არცერთი ხე არ მოუჭრიათ, თუმცა, ამ წყეული ამერიკული „გუგლის“ ფოტოები სულ სხვა რამეს მოწმობენ - სამწუხაროდ... მთავარი ისაა, რომ ამ მშენებლობის სინამდვილეში ეჭვი არავის შეპარვია“, -წერს სასულიერო პირი.

მღვდელი იაკობი პატრიარქ კირილის განცხადებასაც ეხმაურება იმის შესახებ, რომ „მოსკოვში დანაშაულის 40% ჩამოსულების მიერაა ჩადენილი“.

„22 დეკემბერს მღვდლების წინაშე გამოსვლისას პატრიარქმა სწორედ ეს სიტყვები თქვა. ამართლებს თუ არა მას ის ფაქტი, რომ ეს წინადადება სხვისი ნათქვამის ციტირება იყო? პატრიარქი მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს დაეყრდნო... არა, მას ეს არ ამართლებს. ჩინოვნიკები თუნდაც სიმართლეს ამბობდნენ - ყველაფერი არ უნდა გაიმეორო. პატრიარქმა კარგად იცის, რა შეიმჩნიოს და რა - არა. მან შესანიშნავი ნომენკლატურული სკოლა გაიარა. თუ მან გადაწყვიტა, საერო ნომენკლატორების რასისტული განცხადებების ციტირება გაეკეთებინა, მაშინ გამოდის, რომ მან ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა“, - წერს მღვდელი იაკობ კროტოვი „გრანი.რუ“-ზე.


„ინტერპრესნიუსი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 14 Jan 2011, 11:06 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს

Image

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. ასევე, აღინიშნება სამოქალაქო ახალი წელი.

წმინდა სახარების მიხედვით, რვა დღის ჩვილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს, სადაც ებრაული ტრადიციისამებრ წინადაცვეთის წესი შესრულდა. ყრმას, ანგელოზის მიერ ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას დარქმეული სახელი იესო ეწოდა, რაც ”მაცხოვარს” ნიშნავს.

წმინდა ბასილი დიდი კი მეოთხე საუკუნეში კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 17 Jan 2011, 11:52 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
2011 წელი პატრიარქმა შერიგების წლად გამოაცხადა

Image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ 2011 წელი შერიგების წლად გამოაცხადა.

სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარებისკენ და ტვირთის შემსუბუქებისკენ მოუწოდა. ქადაგებისას პატრიარქმა ზიარების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს წელი იყოს მშვიდობიანი, გამთლიანების და გამრავლების წელი. ეს წელი უნდა იყოს შერიგების წელი. ღმერთმა ინებოს, რომ ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები და სხვანი შერიგდნენ. ეს არის ერთადერთი ხსნა და გზა გადარჩენისაკენ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ", - იქადაგა პატრიარქმა.

ლიტურგიის შემდეგ, პატრიარქს საფრანგეთიდან ჩამობრძანებული თამარ მეფის ხატიც გადასცეს. ხატი ცოტა ხნის წინ ათონის მთაზე დაიწერა და პატრიარქს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების სახელით დასავლეთის ევროპის მიტროპოლიტმა უსახსოვრა.

"ჯი-ეიჩ-ენი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 18 Jan 2011, 11:48 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ხვალ ნათლისღებაა

Image

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვა- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ლოცვას შეასრულებს.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება. ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზედაც უფალმა მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე“ და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე“.

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, „წყლის ბუნება“ გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.


„ჯი-ეიჩ-ენი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 20 Jan 2011, 12:32 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ვარკეთილში ღვთისმშობლის სახელობის ქალთა მონასტერი ამოქმედდა

Image

ვარკეთილში, კახეთის ჩიხის # 15-ში, ღვთისმშობლის სახელობის ქალთა მონასტერი ამოქმედდა. ტაძარი კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მონასტრისა და კელიების მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოს ახლახან გარდაცვლილი ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე აფინანსებდა, რის შემდეგაც მისი საქმე ბიზნესმენის მეუღლემ გაგრძელა.

„მინდა, ეს ოჯახი დავლოცო. დაე, მათ და სრულიად საქართველოს წმიდა ქალწული მარიამი ფარავდეს“, - ბრძანა უწმინდესმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მონასტერში ექვსი მონაზონია.

„ჯი-ეიჩ-ენი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 21 Jan 2011, 13:15 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს

Image

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა მოწამე აბო თბილელი წარმოშობით არაბი იყო და მე-8 საუკუნეში ცხოვრობდა არაბთა სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში. იმ ხანებში ბაღდადში ქართლის ერისმთავარი ნერსე იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების წინ მან მსახურად ჭაბუკი აბო აიყვანა. ქართლში ჩამოსული აბო ნერსესთან ცხოვრობდა სასახლეში, სადაც მან ქართული წერა-კითხვა ისწავლა და თავისი სათნოებით მთელი ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. იგი საღმრთო წიგნების შესწავლას შეუდგა, ეკლესიაში დადიოდა, სადაც ყოველთვის ისმენდა სახარებასა და მოციქულთა საქმის კითხვას.

მან მალე თავი ქრისტიანად აღიარა და ამით სარკინოზთა რისხვა გამოიწვია. იგი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმინდანი მარხვასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა დროს.

თბილისის ამირამ სცადა შეგონებებითა და მუქარით დაერწმუნებინა ჭაბუკი ქრისტესაგან განდგომაზე, მაგრამ იგი მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ რწმენაზე და თვით ამირასაც მოუწოდებდა ქრისტე ერწმუნა ჭეშმარიტ ღმერთად. მაშინ კი ბრძანა განრისხებულმა ამირამ თავი მოეკვეთა აბოსათვის. მსახურებმა დასჯის ადგილზე, მტკვრის ნაპირთან, მიიყვანეს წმიდა აბო და 786 წლის 21 იანვარს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა აბოს სხეული დაწვეს, ძვლები ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში ჩაყარეს.

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. ამ დიდებული მოწამის სახსოვრად დღეს თბილისს მხოლოდღა მცირე საჯვარე მოეპოვება. მეტეხის ციხის დაბლა კი, კლდესთან ეკლესია აშენდა.

დღეს ეკლესიებში წმინდანის სახელზე წირვა-ლოცვა აღევლინება.

„მედიანიუსი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 24 Jan 2011, 11:23 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
პატრიარქმა მწერლებს შერიგებისკენ მოუწოდა

Image

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ, გუშინ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პატრიარქმა მწერლებს შერიგებისკენ მოუწოდა.

მწერალთა კავშირში დაპირისპირებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გამგეობის წევრებმა მწერალი ვაჟა ოთარაშვილი გამომცემლობის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ მწერალთა კავშირს მაჩაბლის 13-ში მდებარე შენობა დაუბრუნდება.

„პატრიარქთან შეხვედრაზე იყო დაპირისპირებაზე საუბარი. უწმინდესის პირველივე სიტყვა იყო მიმართული იმისკენ, რომ დაპირისპირება დღევანდელი დღით დამთავრებულიყო. რაც შეეხება შენობას. შენობაში დღეს შევედით ქართველი მწერლები. შენობა უკვე მოწესრიგებულია“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მწერალთა კავშირის თავჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.

„ჯი-ეიჩ-ენი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 24 Jan 2011, 14:22 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

Image

საქართველოს საპატრიარქოს მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს განცხადებას აზუსტებს.

საპატრიარქოს მდივანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ საპატრიარქო არ არის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების აღდგენის წინააღმდეგი, უბრალოდ საპატრიარქო ბალანსის დაცვის მომხრეა.

"ფაქტია, რომ საქართველოში ასობით მუსლიმანური სალოცავია და მათ მოქმედებას არავინ კრძალავს. რბილად რომ ვთქვათ, კარგი ჟესტი არ არის თურქეთის მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ კიდევ ერთი ან ოთხი სალოცავი გაახსნევინო და სანაცვლოდაც იმდენივე აღადგინოს თავის ტერიტორიაზე. ამასთან, აღადგინოს არა მონასტერი, როგორც ფუნქციური ობიექტი, არამედ მხოლოდ, როგორც ძეგლი",- ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

როგორც ცნობილია ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ, სანაცვლოდ კი, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მეჩეთის აღდგენისა და ერთის აშენების თაობაზე. საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და გააპროტესტა, რომ საპატრიარქო მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ არის.

ბოტკოველის განცხადებით, ქართულ მხარეს ეს შეთანხმება აშკარად ცუდ მდგომარეობაში აგდებს. მისი თქმით, საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის დაცვას მოითხოვს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქული მხარე გაგებით შეხვდება ჩვენს პოზიციას და შემოგვთავაზებენ უფრო პოზიტიური შეთანხმების ფორმულას. ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა შედგეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაზე მყოფი სახელმწიფოების დონეზე", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

"ინტერპრესნიუსი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 26 Jan 2011, 11:45 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ილია მეორე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება

Image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 4 თებერვალს ლონდონში გაემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, პატრიარქი ლონდონში ქართულ ეკლესიას აკურთხებს.

მისივე თქმით, ეკლესიის შენობა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის შემოწირულობით არის შეძენილი.

პატრიარქის ვიზიტის ბოლო დეტალები ზუსტდება. "ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისი უწმიდესობა დიდი ბრიტანეთის დედოფალს შეხვდება. 4 თებერვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და საბოლოო დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება", - აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

"ინტერპრესნიუსი"

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 27 Jan 2011, 12:01 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
დღეს ნინოობაა

Image

დღეს, 27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს.

წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.

წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.

ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისგან („ნასხლევისაგან“) გაკეთებული ჯვარი. ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად „ტყვესაც“ ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ, ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.

ნინოს, როგორც წმინდანის, ხსენების დღესასწაულად ეკლესიამ დააწესა 14 იანვარი (ძველი სტილით). ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.

ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.

მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.

„ჯი-ეიჩ-ენი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: ახალი ამბები
PostPosted: 27 Jan 2011, 12:03 
Offline
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 21394
ნინოობასთან დაკავშირებით, ბოდბის მონასტერში წირვას პატრიარქი აღავლენს

Image

დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს სიღნაღში, ბოდბის მონასტერში ელოდებიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნინოობასთან დაკავშირებით მონასტერში წირვას პატრიარქი აღავლენს.

27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. მონასტერში მოღვაწე დედა თამარის თქმით, ნინოობისთვის მონასტერში ბევრ სტუმარს ელოდებიან.

„წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც უფალმა მისთვის წინასწარვე გამოარჩია. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათ დღეს გლოვობდა „სიობლესა თვისსა“. საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, „ფრიად დიდი“ და „ყოვლითა სამკაულითა“ შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: „შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი“, მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს“. ბოდბეში წმინდანის სახელობის მცირე ზომის ეკვდერია, წმინდა ნინოს საფლავი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია. ამჯერად მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა დედა თამარმა.

„ჯი-ეიჩ-ენი“

_________________
Image

Image <<<<<Arsenal>>>>> Image


Top
 Profile E-mail  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 259 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 13  Next
Post a reply
Username:
ქართულად
{ SMILIES }
{ QUOTE_SELECTED }
 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Registered users: No registered users


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group