პოლიტიკა | ეკონომიკა | კულტურა | ტექნოლოგია | სპორტი
რეკლამა ჩვენს საიტზე
It is currently 29 Jul 2014, 12:39

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 56 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next
Author Message
 Post subject: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:12 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
დადეთ აქ თარგმანები ცნობილი მწერლების, პოეტების, თქვენი თარგმნილი თუ სხვისი, ოღონდ მთარგმნელის მითითებით :)
პ.ს. სასურველია თარგმნილ ლექსებს თან ახლდეს ორიგინალები

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Last edited by nisaba on 27 Feb 2009, 23:15, edited 1 time in total.

Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:15 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
Mother o' Mine


Mother o' Mine


If I were hanged on the highest hill,
Mother o' mine, O mother o' mine!
I know whose love would follow me still,
Mother o' mine, O mother o' mine!

If I were drowned in the deepest sea,
Mother o' mine, O mother o' mine!
I know whose tears would come down to me,
Mother o' mine, O mother o' mine!

If I were damned of body and soul,
I know whose prayers would make me whole,
Mother o' mine, O mother o' mine!

Rudyard Kipling

რადიარდ კიპლინგი

დედაო ჩემო

თუ ჩამომახრჩობენ შორს, სადმე
გორაკზე,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ,
შენი სიყვარული ჩემამდე მოაღწევს,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!
თუკი ზღვა დამახრჩობს, ღრმა და უკარება,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ,
ვიცი, შენი ცრემლი ჩემამდე მოაღწევს,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!
დავეცე თუ ოდეს, მე სულით და ხორცით,
ვიცი, გადამარჩენ შენი წრფელი ლოცვით,
ო, ჩემო დედიკო, ძვირფასო დედავ!


მთარგმნელი- ნისაბა

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:16 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
Blue Roses


Roses red and roses white
Plucked I for my love's delight.
She would none of all my posies--
Bade me gather her blue roses.

Half the world I wandered through,
Seeking where such flowers grew.
Half the world unto my quest
Answered me with laugh and jest.

Home I came at wintertide,
But my silly love had died
Seeking with her latest breath
Roses from the arms of Death.

It may be beyond the grave
She shall find what she would have.
Mine was but an idle quest--

Roses white and red are best!

Rudyard Kipling


რადიარდ კიპლინგი

ცისფერი ვარდები

ვარდები წითელი, ვარდები თეთრი...…
ძვირფასო, მათ შენთვის ხალისით ვკრეფდი,
შენ კი არ მიიღე ჩემი ყვავილები,
მიბრძანე, მეშოვნა ცისფერი ვარდები.
ძებნაში ყვავილთა, მე მოვვლე ქვეყანა,
ვცდილობდი, მეშოვნა, შენთვის მომეტანა,
მაგრამ ვინც გაიგო ეს ჩემი წადილი,
სიცილით მომიგო პასუხი ნამდვილი:
მხოლოდ სამარეში სურვილს შეისრულებს,
ის, ვინც შეუძლებელს შენგან მოისურვებს,
რად ეძებ, რად გინდა ვარდები ცისფერი,
განა არ ჯობია თეთრი და წითელი?!

ნისაბა

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:17 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
Robert Burns

A Red, Red Rose

O, my Luve's like a red, red rose,
That's newly sprung in June.
O, my Luve's like a melodie
That's sweetly play'd in tune.

As fair a thou, my bonnie lass,
So deep in luve am I;
And I will love thee still, my dear,
Till a' the seas gang dry.

Till a' the seas gang dry, my dear,
And the rocks melt wi' the sun:
I will love thess till, my dear,
While the sands o' life shall run:

And fare thee well, my only luve!
And fare thee weel, a while!
And I will come again, my luve,
Tho' it ware ten thousand mile.









რობერტ ბერნსი

წითელი, წითელი ვარდი

ჩემი სიყვარული წითელი ვარდია,
ბაღნარში ლამაზად გადაშლილი,
ჩემი სიყვარული ნაზი მოტივია,
მელოდია, ჰარმონიით აღვსილი.
ვით შენი უჭკნობი ხიბლი და მშვენება,
ღრმაა სიყვარული ჩემი,
მანამ მეყვარები, ძვირფასო გოგონა,
სანამ მთლად დაშრება ზღვები.
სანამ ამოშრება, ძვირფასო, ეს ზღვები
და მზისგან დადნება ამაყი კლდის წვერი,
მანამ იარსებებს ჩვენი სიყვარული,
სანამ ჩაგვიქრება სიცოცხლის მზე, მწველი.
ახლა კი, მშვიდობით, ჩემო სიყვარულო,
გშორდები, გშორდები, ძვირფასო, კვლავ,
მაგრამ დავბრუნდები, ეს გწამდეს მარადის,
თუნდ რომ გვაშორებდეს უგრძესი გზა.

ისევ ნისაბა

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:19 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
ეველინა

ჯეიმს ჯოისი (,,დუბლინელები”)

თარგმანი ინგლისურიდან- ნათია ჩუბინიძე
გოგონა ფანჯარასთან იჯდა, უცქერდა, როგორ იპყრობდა საღამო პროსპექტს. თავი ფარდაზე მიედო და ნესტოებით შეიგრძნობდა მტვრიანი კრეტონის სუნს. დაღლილი იყო...
ქუჩაში რამდენიმე კაცმა გაიარა. ბოლო სახლში მცხოვრები მამაკაცი შინ მიიჩქაროდა. ეველინას კარგა ხანს ესმოდა ნაბიჯების ხმა ბეტონის ტროტუარზე, მერე წითელი სახლების წინ, დანაცრულ ბილიკზე, ჭრაჭუნის ხმაც გაკრთა...
ოდესღაც აქ, ამ ადგილას, მინდორი იყო. იქ ევიც თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად. მოგვიანებით მინდორი ვიღაც ბელფასტელმა შეისყიდა და სახლები ააგო. ადგილობრივ მოსახლეთა პატარა, ყავისფერ ქოხთა მსგავსი კი არა, აგურის ლამაზი სახლები, პრიალა სახურავებით... იმ მინდორზე პროსპექტელი ბავშვებიც იყრიდნენ თავს: დევინები, უოტერსები, დანები, პატარა საპყარი კეო, ევი და-ძმასთან ერთად... მხოლოდ ერნესტი არ თამაშობდა მათთან, გოგონას უფროსი, უსაყვარლესი ძმა. ის უკვე დიდი იყო.
გოგონას მამა, ნარშავას ეკლიანი ჯოხით შეიარაღებული, ხშირად დასდევდა, ბავშვებს, მინდვრიდან რომ გაეყარა, მაგრამ პატარა კეო ფხიზლად დარაჯობდა პატარებს და აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ...
დიდი ხნის წინ იყო ეს ყოველივე. ახლა ეველინა დიდია, გაიზარდა მისი და-ძმაც, დედა კი ცოცხალი აღარ ჰყავთ. გარდაიცვალა მათი მეგობარი ტიზი დანიც, უოტერსები კი ინგლისში დაბრუნდნენ. ყველაფერი შეიცვალა და ახლა თვითონაც მიემგზავრება, სხვების მსგავსად, თავისი კერის მიტოვებას აპირებს...
სახლი! გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, სურდა, გონებაში კიდევ ერთხელ აღებეჭდა ნაცნობი საგნები, წლების განმავლობაში მტვერს რომ წმენდდა და უკვირდა, საიდან გროვდებაო ამდენი. ამიერიდან ალბათ ვეღარასოდეს იხილავს ნივთებს, რომელთა მიტოვებაც აქამდე არასოდეს უფიქრია. წლებია, უცქერს გაყვითლებულ ფოტოსურათს, კედელზე რომ კიდია გატეხილი ფისჰარმონიის თავზე და იხსენებს მასზე გამოსახული მღვდლის სახელს. ეს მოძღვარი ოდესღაც მამამისთან მეგობრობდა და ისიც ხშირად უხსნიდა სტუმრებს, ჩემი მეგობარი ამჟამად მელბურნშიაო. ოთახს მარგარიტა მარია ალაკოკის2* ფერადი გრავიურაც ამშვენებს...
ეველინამ უკვე გადაწყვიტა სახლიდან გამგზავრება, თუმცა არ იყო დარწმუნებული ამ ნაბიჯის სისწორეში. სცადა, საკითხის თითოეული მხარე აეწონ-დაეწონა: შინ არც საკვები აკლდა, არც თავშესაფარი, ირგვლივ კი ის ხალხი ეხვია, ბავშვობიდანვე რომ იცნობდა. ისე კი ბევრს შრომობდა შინაც და მაღაზიაშიც. ნეტავ რას იტყოდნენ სამსახურში, როცა გაიგებდნენ, შეყვარებულს გაჰყვა ბუენოს-აირესშიო? ალბათ იტყოდნენ, რომ სისულელე გააკეთა და მის ადგილზე კონკურსს გამოაცხადებდნენ. ეს განსაკუთრებით მის გავანს გაახარებდა; ქალი სულ კრიჭაში ედგა გოგონას, განსაკუთრებით კი მაშინ ავსებდა საყვედურებით, როცა ხალხი უსმენდა. წამდაუწუმ გაჰკიოდა: «მის ჰილ, ვერ ხედავ? ქალბატონები გელოდებიან!» ანდა _ ,,ცოტა ცოცხლად, მის ჰილ, გეთაყვა!»
არა, მაღაზიის მიტოვება ნამდვილად არ დასწყვეტდა გულს... შემდეგ გათხოვდებოდა და ახალ სახლში გადავიდოდა, შორეულ, უცხო ქვეყანაში... ის სახლი სრულიად არ ემგვანებოდა ძველს... ამაზე ფიქრი სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა...
მამა აღზრდისას გამორჩეულად ეპყრობოდა ეველინას, არ ექცეოდა ისე, როგორც ერნესტსა და ჰარის, ევი ხომ გოგონა იყო, მაგრამ... მოგვიანებით აითვალწუნა, ერთხელ ისიც კი უთხრა, რომ მხოლოდ მიცვალებული მეუღლის ხათრით ზრუნავდა ქალიშვილზე...
იმ დღის შემდეგ გოგონას აღარავინ დარჩა დამცველი. ერნესტი დაიღუპა, ჰარი კი ეკლესიის მოხატვაზე მუშაობდა და სულ სადღაც მიიჩქაროდა... ეველინა თითქმის ყოველთვის უგზავნიდა მამას მთელ ხელფასს, შვიდ შილინგს. ჰარიც უგზავნიდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, მაგრამ გაავებული მშობელი ყოველ შაბათს ფულს ითხოვდა შვილებისგან, თვითონ კი არაფერს აძლევდა მათ. პირიქით, ქალიშვილს აყვედრიდა, დანაზოგს უაზროდ ფლანგავ, თავი მხრებზე არ გაბია, მე არასოდეს მოგცემ ჩემს წვალებით ნაგროვებ ფულს, რომ აქეთ-იქით მიმოფანტოო. ჰო, მართლაც საშინლად იქცეოდა მამა ყოველ შაბათ საღამოს... ბოლოს მიუგდებდა გოგონას ორიოდე გროშს და ავალებდა კვირისთვის სადილის მომზადებას. ისიც გარბოდა საყიდლებზე, ხელში მჭიდროდ ჩაბღუჯული შავი ტყავის საფულით, ძლივს მიიკვლევდა გზას ბრბოში, დატვირთული ჩანთით ბრუნდებოდა შინ და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა სახლისთვის და ორი ბავშვისთვის მიეხედა. ცდილობდა, რეგულარულად ეკვება ისინი, სკოლაში მოწესრიგებული გაეშვა ყოველდღე...
მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა მიემგზავრებოდა, სრულიად აღარ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი უსიამოვნოდ, არასასურველად...
ფრენკთან ალბათ სულ სხვა ცხოვრება ელოდა. ის გულღია ადამიანი იყო, კეთილი, ვაჟკაცური. ევი მასთან ერთად გემით გაემგზავრებოდა ბუენოს-აირესში და ცოლად გაჰყვებოდა, იქ ახალი სახლი ელოდა...
რა კარგად ახსოვდა პირველი შეხვედრა ფრენკთან: ბიჭს სახლი ჰქონდა ნაქირავები მთავარ ქუჩაზე, იქ კი გოგონას ხშირად უწევდა გავლა. თითქოს სულ ახლახან იყო ყველაფერი... ფრენკი ჭიშკართან იდგა, წოწოლა კეპი თავზე ჩამოემხო, თმა ქუდიდან გამოსჩროდა და გარუჯულ, ბრინჯაოსფერ სახეზე ეფარებოდა. მოგვიანებით დაახლოვდნენ. ჭაბუკი მაღაზიის კართან ხვდებოდა და სახლამდე აცილებდა. ერთხელ სპექტაკლი აჩვენა: მაიკლ უილიამ ბალფის ,,ბოშები».
ევი საოცრად გახალისდა, მასთან ერთად თეატრის უჩვეულო სკამზე რომ მოკალათდა. ფრენკი მუსიკამ გაიტაცა და ჩუმად აღიღინდა. ხალხმა იცოდა, რომ ამ ორს ერთმანეთი მოსწონდა და როცა ბიჭი უმღეროდა ევის ქალიშვილზე, მეზღვაური რომ შეუყვარდა, გოგონას სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლიდა ხოლმე. ბიჭი სატრფოს ალერსით ,,მინდვრის ყაყაჩოს» ეძახდა. თავდაპირველად ევის ის სიამოვნებდა, ვიღაც რომ ეტრფოდა, შემდეგ კი, თანდათან, თავადაც მოეწონა თაყვანისმცემელი.
ფრენკმა მუშაობა გემზე დაიწყო. თავდაპირველად ,,ალან ლაინზე» მოეწყო თვეში ერთ გირვანქად, შემდეგ კი სხვა გემებზეც მუშაობდა და გოგონას ხშირად ეუბნებოდა იმ ხომალდთა სახელებს, რომლებზეც ემსახურა.
ბევრი ქვეყანა შემოიარა. ქალიშვილს ხშირად მოუთხრობდა შორეულ მხარეზე, საშინელ პატაგონიელებზე... ერთხელ შვებულება Bბუენოს-აირესში გაატარა და მას შემდეგ ოცნებობდა ეველინასთან ერთად იქ დასახლებაზე.
ეველინას მამამ შენიშნა, მისი გოგონა შეყვარებული რომ იყო, არც ფრენკით იყო უკმაყოფილო და წყვილს შეხვედრას არ უშლიდა. თუმცა ეს იდილია მალე დამთავრდა. ერთხელ მამა და ფრენკი წაკამათდნენ და ამის შემდეგ შეყვარებულები მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
საღამომ ჩაამუქა პროსპექტი. გაფერმკრთალდა იმ ორი წერილის სითეთრე, ხელში რომ ჩაებღუჯა. ერთი ჰარის ეკუთვნოდა, მეორე კი მამას. ევის ერნესტი უფრო უყვარდა, მაგრამ ჰარიც ხომ მისი ძმა იყო. მამა კი ძალიან დაბერდა, იცოდა, მოენატრებოდა მოხუც მშობელს. ზოგჯერ იგი კეთილიც იყო. არც ისე დიდი ხნის წინ მოჩვენებათა ისტორიებს უამბობდა ავადმყოფ ქალიშვილს და ტოსტებს უბრაწავდა ცეცხლზე. ერთხელ, როცა დედაც ცოცხალი იყო, ყველანი პიკნიკზე გაემგზავრნენ ჰოუთ ჰილზე. მამამ მაშინ ქალის შლაპა დაიხურა და ოინბაზობა დაიწყო ბავშვების გასამხიარულებლად...
დრო გადიოდა, ის კი მაინც ფანჯარასთან იჯდა, თავი ისევ ფარდისთვის მიედო და ისევ შეიგრძნობდა ნესტოებით მტვრიანი კრეტონის სუნს... ქვემოდან, პროსპექტის სიღრმიდან, ქუჩის ორგანის დაკვრის ხმა მოესმა. ეველინასთვის ნაცნობი იყო ეს ჰაერი... სწორედ ახლა გაახსენდა დედისთვის მიცემული პირობა, სახლს მანამ მივხედავ, სანამ შევძლებო. გაახსენდა მისი ავადმყოფობა და ერთად გატარებული ბოლო ღამე... ქალი დახუთულ, ბნელ ოთახში იწვა და გორაკის გაღმიდან მომავალ იტალიის მელანქოლიურ ჰაერს შეიგრძნობდა. ორგანისტს მაშინ ექვსპენიანი აჩუქეს, დაკვრა რომ შეეწყვიტა და წასულიყო. მამა აღელვებული ბოლთას სცემდა ოთახში და ბუზღუნებდა: ,,წყეული იტალიელები, რაღა აქ მოდიან!»
დედის საბრალო მზერის და უდროო აღსასრულის გახსენებამ შიშით ააცახცახა გოგონა. ამ ქალის სიცოცხლე ხომ უბრალო ადგილისთვის მსხვერპლშეწირვა იყო მხოლოდ, ჭკუიდან შეშლით დამთავრებული. ისევ გაახსენდა მშობლის ხმა, გიჟური დაჟინებით რომ იმეორებდა: ,,ერე რაუნ შერაუნ! ერე რაუნ შერაუნ!»2*
შიშის უეცარმა იმპულსმა აიძულა ეველინა, წამომდგარიყო. გაქცევა, გაქცევაა საჭირო! ფრენკი გადაარჩენს. ის მისცემს ქალიშვილს სიცოცხლეს და ალბათ სიყვარულსაც. მას ხომ სიცოცხლე სურს, რად უნდა იყოს უბედური?! ხომ აქვს ბედნიერების უფლება!.. ფრენკი ხელში აიყვანს, გულში ჩაიკრავს და იხსნის...

***********************************************************************************************************************************************************************************
ეველინა უკვე ნორს უოლის სადგურზე იდგა მოძრავ ბრბოში. ფრენკმა ხელი ჩაავლო და რაღაცას უმეორებდა. სადგური სავსე იყო ყავისფერბარგიანი ჯარისკაცებით. ფარდულის ფართო კარში გოგონამ გემები შენიშნა. ისინი ნავმისაბმელთან იყვნენ განლაგებული და ილუმინატორები განათებული ჰქონდათ.
ევი ხმას არ იღებდა. გრძნობდა, რომ ლოყები გაუფერმკრთალდა და გაუცივდა. გაოგნებული იყო და ღმერთს შესთხოვდა, აეხსნა, რა იყო მისი დანიშნულება, გზა ეჩვენებინა... უცებ ნისლში გემმა სამგლოვიარო ხმით დაუსტვინა... თუ წავიდოდა, ხვალ უკვე Bბუენოს-აირესისკენ მიმავალი ხომალდით ზღვაში იქნებოდა გასული ფრენკთან ერთად. მათი ადგილები დაჯავშნული იყო. განა შეეძლო, წასვლა გადაეფიქრებინა მას შემდეგ, რაც ფრენკმა მისთვის გააკეთა?! მწუხარებამ სულში ზღვის ავადმყოფობა გაუღვიძა... მაინც განაგრძობდა ტუჩების ცმაცუნით, მდუმარედ, მგზნებარედ ლოცვას...
სულში ზარმა ჩამორეკა და ამ დროს იგრძნო, როგორ მოჰქაჩა ფრენკმა ხელზე: ,,წავედით!»
გულში სამყაროს ყველა ზღვა დაუტრიალდა, ფრენკი კი კვლავ თავისკენ იზიდავდა და ჩანდა, თავისას გაიტანდა კი¬დეც... გოგონა რკინის მესერს ჩაეჭიდა მთელი ძალ-ღონით. ,,წამოდი!» _ კვლავ შეეხმიანა ფრენკი...
არა! არა! არა!.. ეს შეუძლებელი იყო... ეველინას ხელები რკინას შეეზარდა და განრისხებულმა სიმწრით შეჰკივლა ზღვას...
,,ეველინა! ევი!..» _ კვლავ ისმოდა ძახილი...
ფრენკი ბარიერს იქით იდგა უკვე და გამწარებული უხმობდა სატრფოს, მომყევიო. ევი კი... დარჩა.
გოგონა, გაფითრებული, შორიდან შეჰყურებდა გულის სწორს, პასიური იყო და უმწეო, პაწაწინა ცხოველს ჰგავდა...
ამწუთას ეველინას თვალებში აღარაფერი იკითხებოდა... აღარც სიყვარულის ნიშატი, აღარც განშორების სევდა, აღარც ცნობადობა...

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:20 
Offline
User avatar

Joined: 21 Feb 2009, 16:07
Posts: 22806
62

ცოდვა დამედო, - შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შემქმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.



უილიამ შექსპირი (თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა)

სონეტები


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:23 
Offline
User avatar

Joined: 21 Feb 2009, 16:07
Posts: 22806
66

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.



უილიამ შექსპირი (თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა)


აი ამ სონეტში ჩვენი ყოფის მარადიულობაა სამწუხაროდ : |


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:23 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
ავტორი: ნისაბა
ჟანრი: თარგმანი

ჯიმ მორისონის რამდენიმე ლექსი

JIM MORISON

IF ONLY I

If only I
could feel
The sound
of the sparrows
And feel child hood
pulling me back again
If only I
could feel
Me pulling back
again
And feel embraced
by reality again
I would die
Gladly die


ნეტავ შემეძლოს

ნეტავ შემეძლოს,
გავიგონო ხმა ბეღურების,
ნეტავ შემეძლოს,
დამიბრუნოს უკან ბავშობამ,
მიმიღოს ისევ,
და შევიგრძნო ის რეალობა,
გულში რომ მიკრავს...
მერე მოვკვდები,
კმაყოფილი მოვკვდები.


***

An angel runs
Thru the sudden light
Thru rhe room
A ghost precedes us
A shadow follows us
And each time we stop
We fall

***
ანგელოზი მიილტვის
ოთახში გაჩენილი
უეცარი ნათელისაკენ,
ჩვენ კი მოჩვენება მიგვიძღვის,
აჩრდილი მოგვდევს
და ყოველთვის ვეცემით,
როცა ვჩერდებით....

***
The Wolf,
Who lives under the rock
has invited me
to drink of his cool
Water.
Not to splash or bathe
But leave the sun
& know the dead desert
night
& the cold men
who play there.

***
მგელმა, რომელიც
ცხოვრობს კლდის პირას,
მიმიწვია ანკარა წყლის დასალევად,
საბანაოდ და საწუწაოდ კი არა,
არამედ მზის მისატოვებლად,
რომ გავიცნო
მკვდარი უდაბნოს ღამე
და ის ცივი კაცები,
რომლებიც იქ უკრავენ.


***
Moment of Freedom
as the prisoner
blinks in the sun
like a mole
from his hole

a child's 1st trip
away from home

That moment of Freedom



თავისუფლების პირველი წამია,
როცა ტუსაღი
თვალს ვერ უსწორებს მზეს,
როგორც სოროდან გამომძვრალი
ბეცი თხუნელა...

ბავშვის პირველად გასვლა
შინიდან
გარეთ...
აი, ესაა თავისუფლების
პირველი წამი.

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:26 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
:sun:

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Last edited by nisaba on 10 Feb 2010, 23:47, edited 2 times in total.

Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:28 
Offline
User avatar

Joined: 21 Feb 2009, 16:07
Posts: 22806
18

ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაფხული გადის - ხანმოკლეა მისი არსება
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,
რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,
მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?!
მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,
შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,
თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,
რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად.
ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნეაბ ჩემი ლექსით უკვდავყოფილი.

უილიამ შექსპირი (თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა)


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:34 
Offline
User avatar

Joined: 21 Feb 2009, 16:07
Posts: 22806
მგელი და კრავი

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა.

თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
მგელი, მსურველი ავისა.

უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგანც ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.

შემოუძახა: „შე, ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?

ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!“

- „რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“

- „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შენგან ბრიყვული წყენაო!“

- „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?“
- „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!“

- „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“
- „შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!

მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!“

უთხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?

ივანე კრილოვი (თარგმანი აკაკი წერეთლისა)


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 27 Feb 2009, 23:37 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
სანამ ავტო გელოდება
ოۥჰენრი
თარგმანი ინგლისურიდან - ნათია ჩუბინიძე

ზუსტად მწუხრის პირას, წყნარი პარკის ჩუმ კუთხეში, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა. იგი ძელსკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა, დრო ცოტა ჰქონდა, მალე ისევ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო.
ვიმეორებ: კაბა ნაცრისფერი ეცვა და თან საკმაოდ უბრალო, თუმცა სამოსი ვერ ნიღბავდა მის უზადო სტილს და ფორმებს. პირბადეს ფართე ნახვრეტები ჰქონდა და ჩალმისებურ ქუდქვეშ იყო დატანებული, ვუალის მიღმა კი მშვიდად და შეუცნობელი სილამაზით ანათებდნენ თვალები. გოგონა წინა დღესაც იმ ადგილას იჯდა, ზუსტად ამ დროს, იმის წინაც, და იყო ვიღაც, ვინც ეს კარგად უწყოდა.
ახალგაზრდა კაცი ქალიშვილის მახლობლად ტრიალებდა, საფარად კი დიდ ჩინურ კერპს იყენებდა, რომელის წინაც მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილი ფერფლი ეყარა. მალე მისი მონდომება ჯეროვნად დაფასდა, გოგონას გადაშლისას წიგნი თითებიდან გაუსხლტა და ძელსკამიდან მთელი იარდის მოშორებით დავარდა.
ახალგაზრდა უეცრად დააცხრა ნივთს და ისეთი მზერით დაუბრუნა პატრონს, რომელშიც იგრძნობოდა პარკებსა და საზოგადოებრივ ადგილებში დაბადებული გრძნობის სურნელი, ნარევი გალანტურობისა და იმედისა, შერბილებული პოლიციისადმი პატივისცემით. მან სასიამოვნო ხმით გარისკა თავისი აზრი გამოეთქვა ამინდის შესახებ (ეს ხომ აუცილებელი თემაა მთელს სამყაროში, ერთმანეთი რომ გავიცნოთ) და მოთმინებით ელოდა განაჩენის გამომტან მომენტს.
გოგონა დინჯი მზერით უცქერდა მის ჩვეულებრივ სამოსს და უბრალო გამომეტყველებას.
_შეგიძლიათ ჩამოჯდეთ, თუ სურვილი გაქვთ. თქვა მან რბილი კონტრალტოთი. წინააღმდეგი არა ვარ, ცუდი განათებაა და კითხვას საუბარი მირჩევნია.
ჩინური კერპის მსახური თავაზიანად ჩამოჯდა გოგონას გვერდით.
_ იცით? თქვენ ყველაზე განსაცვიფრებელი გოგონა ხართ მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში! გუშინ დაგინახეთ, ვერ შემნიშნეთ ჩემო ყვავილო? წარმოთქვა ბიჭმა გაცვეთილი ფრაზა, რომლითაც პარკის შეხვედრები იწყებოდა ხოლმე.
_ ვინც არ უნდა იყოთ, მიუგო გოგონამ ცივად, გახსოვდეთ, მე ლედი ვარ და თქვენს ნათქვამზე პასუხს არც გაგცემთ! მე მგონი მხოლოდ იმის ნება მოგეცით, ჩემს გვერდით ჩამომჯდარიყავით, ეს კი უფლებას არ გაძლევთ, თქვენი ყვავილი მიწოდოთ!
_ მაპატიეთ, შეცბა ჭაბუკი. მისი კმაყოფილი გამომეტყველება კი მორჩილი და თვინიერი მზერით შეიცვალა.
_ ჩემი ბრალია, სწორად ვერ შევარჩიე სათქმელი, იცით, ბევრი გოგონა პარკში... მაგრამ...
_ თემა შევცვალოთ, გეთაყვა, მესმის თქვენი. მოდი იმ ხალხზე მომითხრეთ რამე აქ რომ დადიან, ამ ბილიკზე დააბიჯებან, სად მიდიან? რატომ ეჩქარებათ მუდმივად სადღაც? ბედნიერები არიან? შეაწყვეტინა გოგონამ.
ახალგაზრდა მამაკაცმა იგრძნო, ქალი ეკეკლუცებოდა. მისი ჯერი იყო, მაგრამ აღარ იცოდა რა ექნა, ვერ მიხვდა, რა როლი ერგო.
_ საინტერესოა მათი ცქერა,. ბევრი იწვის სურვილით, იცოდეს მათი ისტორიები, უპასუხა მან, შეძლებისდაგვარად, გოგონას ხასიათის გათვალისწინებით.
_ მე კი ეგ სურვილი არც გამჩენია, აქ მხოლოდ იმიტომ მოვდივარ, რომ ხალხში მსურს ტრიალი. ისეთ საზოგადოებას ვეკუთვნი, სადაც არ იგრძნობა მასის მაჯისცემა. მიმიხვდით ბატონო. . . ?
_ ჩემი გვარი პარკენსტაკერია, დაამატა ახალგაზრდამ, ის უკვე იმედმიცემული და გახალისებული ჩანდა.
_ არა, თქვენ ალბათ მაინც მიცანით, ნაზად გაიღიმა გოგონამ, თქვენ მე უცებ მიცანით. ძნელია დაფარო საკუთარი ვინაობა, ან საკუთარი სახე... ეს პირბადე და ჩემი მოახლის ქუდი მეგონა ინკოგნიტოდ მაქცევდა, მაგრამ თქვენ როგორც ჩანს ჩემი მძღოლიც შეამჩნიეთ... მართალი გითხრათ, სულ ხუთი-ექვსი გვარია, არისტოკრატიის სათავეში და დაბადებიდან მეც მათგან ერთ-ერთი მერგო, გესმით ბატონო სტაკენპოტ?
_ პარკენსტაკერ. მოკრძალებით შეუსწორა ჭაბუკმა.
_ ბატონო პარკენსტაკერ, მე უბრალოდ მსურდა ერთ უბრალო მამაკაცთან მესაუბრა, ბუნებრივ ადამიანთან, რომელიც ჯერ არ შეურყვნია დიდებულებას და სიმდიდრეს, სოციალურ უპირატესობას. იცით როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი? სულ ფული, ფული, ფული! და მამაკაცები ჩემს ირგვლივ... ისინი მარიონეტებივით ცეკვავენ, ყველა ერთ თარგზეა გამოჭრილი, ყელში ამომივიდა მთელი ეს ფუფუნება, ძვირფასეულობა, მოგზაურობა, სიამოვნება...
_ მე კი ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფული კარგი რამაა. _ ყოყმანით წამოიწყო ახალგაზრდამ.
_ სასურველია, ადამიანი შეძლებული იყო, მაგრამ როცა მილიონების მფლობელი ხარ, ძალიან მოსაწყენია.ზიზღით და სასოწარკვეთით წარმოთქვა ქალმა და გააგრძელა:
_ მოსაბეზრებელია მძღოლები, სადილები, სპექტაკლები, მეჯლისები, ვახშმები მდიდრების მოსაწყენ გარემოცვაში. ზოგჯერ შამპანურის ბოკალში ჩაგდებულ ყინულის ნატეხსაც კი სიგიჟემდე მივყავარ ხოლმე.
ბატონი პარკენსტაკერი დიდი ინტერესით უსმენდა უცნაურ მოსაუბრეს:
_ მე ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდა ელიტა. ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, სნობი ვარ, მაგრამ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ალბათ ჯობს შამპანურის ბოთლი იყოს ცივი, ვიდრე ყინულის ნატეხით გააცივო, მახვილგონივრულად დაამატა მან.
გოგონამ გულიანად გაიცინა, მისი სიცილი საოცრად მელოდიური იყო.
_ იცით? შემწყნარებლური ტონით განაგრძო გოგონამ, ჩვენი კლასის ერთობა სულელური სიახლეებით. ყინულის შამპანურიან ჭიქაში ჩაყრა ახალი ახირებაა. იდეა კი უალდორფებთან სადილზე მობრძანებულ თათრების პრინცს ეკუთვნის. მეორე ახირება მედისონ ავენიუზე, მორიგ სადილზე იშვა, ამჯერად თითოეულ სტუმარს თეფშის გვერდით მწვანე ფერის ბავშვის ხელთათმანი დაურიგეს, რათა ჩაეცვათ და მისი მეშვეობით მიერთვათ ზეთისხილი.
_ იცით, ეს განსაკუთრებული ახირებები უბრალო ხალხამდე არც კი აღწევს და მხოლოდ თქვენს მაღალ საზოგადოებაში რჩება; უპასუხა ჭაბუკმა.
_ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ალბათ თუ ვინმეს შევიყვარებ, ის აუცილებლად დაბალ სოციალურ ფენას უნდა ეკუთვნოდეს. ამჟამად ორი თაყვანისმცემელი მყავს: პირველი გერმანიის გრანდ ჰერცოგია, მაგრამ, თუ არ ვცდები, ცოლი ჰყავს, ან Hყავდა. რომელიც სიგიჟემდე მიიყვანა თავისი ბოროტებითა და თავაშვებულობით, მეორე კი ინგლისელი მარკიზია, მაგრამ ისეთი ცივი და ხარბი, რომ მას ისევ ულმობელი და სასტიკი ჰერცოგი მირჩევნია... ღმერთო ჩემო, ნეტავ თქვენ ამას რატომ გიყვებით ბატონო პაკენსტაკერ?
_ პარკენსტაკერ! ამოიოხრა ახალგაზრდამ. _ თქვენ ალბათ მიხვდით როგორ ვაფასებ თქვენს მიერ გამოცხადებულ ნდობას.
გოგონამ მადლიერებით აღსავსე მზერა ესროლა მოსაუბრეს და კითხა:
_ რას საქმიანობთ ბატონო პარკენსტაკერ?
ისეთს არაფერს, მაგრამ მინდა ნელ-ნელა წინ წავიწიო. ნამდვილად შეძლებდით უბრალო მამაკაცის შეყვარებას?
_ აბა რა, მაგრამ მე ვთქვი, ალბათ მეთქი. ხომ გითხარით, უკვე მყავს ორი თაყვანისმცემელი. თანაც, სულ უსაქმურთანაც არ მსურს, ურთიერთობა მქონდეს.
_ მაგრამ მე ხომ ვმუშაობ რესტორანში! განაწყენდა ჭაბუკი
_ ოფიციანტი ხართ? გოგონას გაეღიმა. _ ოღონდ ეგ არა! შრომა დასაფასებელია, მაგრამ როცა სხვას ემსახურები...…
_ არა, მოლარე ვარ სწორედნიმ რესტორანში, რომლის განათებული აბრაც კარგად მოსჩანს აქედან.
გოგონამ სამაჯურზე დამაგრებულ პაწაწინა საათს დახედა, (სამკაული მდიდრული დიზაინით გამოირჩეოდა და ქალის მარცხენა ხელს ამკობდა), როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ საკმაოდ გვიანი იყო, შეშფოთებული წამოხტა ადგილიდან და სცადა, წიგნი ხელჩანთაში ჩაეჩურთა, მაგრამ ის საკმაოდ პატარა იყო საამისოდ.
_ სამსახურში რატომ არ ხართ? ჰკითხა ვაჟს უეცრად.
_ ღამის ცვლაში ვარ და მუშაობა ერთ საათში უნდა დავიწყო, მიუგო ახალგაზრდამ, _ იმედია ერთმანეთს ისევ ვნახავთ, არა?
_ არ ვიცი, ალბათ, ისე შეიძლება აღარც კი გამომიწიოს გულმა ამ მხარეს, წინასწარ ვერეფერს გეტყვი, ახლა კი უნდა გავიქცე, სადილზე ვარ მიწვეული და მეჩქარება. ალბათ შენიშნეთ, შემოსასვლელში ავტომობილი მელოდება, თეთრი ფერის.
_ და წითელი საჭით? გაოცებით აზიდა წარბები ვაჟმა.
_ დიახ, მე ყოველთვის ამ მანქანით დავდივარ. პიერი, ჩემი მძღოლი, კი აქ მელოდება ხოლმე. მას უნივერმაგში ვგონივარ, პარკის გადაღმა. წარმოგიდგენიათ?! ჩვენს მძღოლებსაც კი უნდა გავუწიოთ ანგარიში! – ღამე მშვიდობისა!
_ ახლა ხომ ბნელა, პარკი კი ბოროტი ხალხითაა სავსე, შეიძლება გაგაცილოთ? შესთავაზა ბატონმა პარკენსტაკერმა.
_ თუ ოდნავ მაინც მცემთ პატივს, მტკიცედ წარმოთქვა გოგონამ, ათი წუთი მაინც დარჩით პარკში, ამ ძელსკამთან. მანქანა ხშირად მისი მეპატრონის ავტოგრაფია, უნდობლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მინდა, ასე გაგიშინაურდეთ. აბა, ნახვამდის!
გოგონა სწრაფად და მოხდენილად მიიმალა სიბნელეში. ახალგაზრდა უცქერდა მის მოხდენილ სილუეტს, სანამ პარკის კიდემდე, ქვაფენილამდე არ მიაღწია დ აიმ კუთხეში არ მიიმალა, სადაც, სავარაუდოდ, ავტო ელოდა. გაბრაზებული პარკენსტაკერი აჩქარებით მოჰყვა პარკის ხეებს შორის სიარულს, თან მხედველობის არედან არ უშვებდა იდუმალ ქალბატონს.
მოხდენილმა ლედიმ ქუჩის კუთხეს მიაღწია და ისე შებრუნდა, რომ ჩანდა, ავტომობილისკენ გაიხედა. შემდეგ კი გვერდით ჩაუარა და ისევ გაუყვა ქუჩას.
ჭაბუკი იქვე მდგარ შავ ტაქსისი მიეფარა და თვალთვალი განაგრძო. გოგონა ტროტუარზე მიაბიჯებდა ქუჩის მეორე მხარეს, შემდეგ დამფრთხალი მზერით მიმოიხედა ირგვლივ და რესტორანში შეირბინა. საკმაოდ იაფფასიანი დაწესებულება ჩანდა, შემინული იყო და წყნარად, უჩუმრად შეგეძლო გესადილა.
გავიდა რამდენიმე წუთი და ნაცნობი სახე ისევ შეიშნა ახალგაზრდამ, მხოლოდ ამჯერად შლიაპისა და ვუალის გარეშე.
მოლარის მაგიდა რესტორნის წინა მხარეს იდგა. წითურთმიანი მოლარე ნელა წამოდგა ადგილიდან, საათს შეხედა და ადგილი ნაცრისფერ კაბაში გამოწყობილ შემცვლელს დაუთმო.
პარკენსტაკერმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელა, ფეხით გაუყვა ტროტუარს. უეცრად ფეხი პატარა, ქაღალდშემოკრულ წიგნს წამოკრა, რომელიც ტროტუარის კიდეზე ამოზრდილ ბალახში ეგდო. ფერადი ყდით სწორედ ის წიგნი ამოიცნო, რომელსაც მისი იდუმალი ნაცნობი კითხულობდა პარკში. ფრთხილად აიღო ნივთი, ყდაზე დახედა და ამოიკითხა: სტივენსონი, ,,ახალი არაბული ზღაპრები”. წიგნი ისევ იქვე დააგდო, ბალახებში, ერთი წამით შეყოყმანდა მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქვე მდგარ, თეთრ, წითელ საჭიან ავტომობილს მიუახლოვდა, ჩაჯდა და თავის მძღოლს ორად ორი სიტყვა უთხრა:
_ კლუბისაკენ, ჰენრი.

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 11 Mar 2009, 21:08 
Offline
User avatar

Joined: 08 Mar 2009, 18:59
Posts: 1
:D


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 12 Mar 2009, 01:24 
Offline

Joined: 11 Mar 2009, 13:33
Posts: 11
ყოჩაღ ნისაბა, ყოჩაღ აკაკი


:)

_________________
ანიკო ვარ, ღმერთი კი არა ვარ...


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 09 Apr 2009, 01:08 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
ენტონი ვერკო
ბუზები

ეს ამბავი ყოფილმა კოლეჯის მასწავლებელმა მიამბო, ყარიბმა, რომელიც სამყაროს სატანჯველად მოევლინა და ახლაც, სიკვდილის პირას მისული, საავადმყოფოში ელის უკანასკნელ დღეს.

ტიპიური ინგლისური ზაფხულის ერთი პირქუშ დღეს გარეთ საძაგელი ამინდი იდგა, დილიდან წვიმა ასხამდა, სახლების სახურავებზე რახარუხი გაჰქონდათ წვეთებს და მათგან წარმოქმნილი წვრილ-წვრილი ნაკადები ბუყბუყით ჩაედინებოდანენ თხრილებში. წმინდა პავლეს ტაძრის გუმბათი უზარმაზარ შავ ღრუბელში გახვეულიყო, მთელი ცა დასავლეთის მხრიდან შავი და მრისხანე იყო...საშინელი წინათგრძნობა დამეუფლა...
შებინდებისას თავსხმა ცოტათი შეწყდა, მეც გამოვძვერი ჩემი უბადრუკი თავშესაფრიდან და უკეთეს ადგილს დავუწყე ძებნა ღამის გასათევად.
ისეთი საშინელი სიცივე იყო, წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, ატმოსფერო დამძიმებულიყო და აღარც ჭექა-ქუხილი წყდებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ სასტიკად ვიყავი დასუსტებული და მოშიებული. სიგიჟემდე მწადდა სუფთა, რბილი ლოგინი და გემრიელი საჭმელი.
როგორც იქნა ჩემი გასავათებული სხეული ჰაი ჰილბორნის მიმართულებით წავათრიე და პირველი, რაც დავინახე, ეს იყო სახლი!.. იმავე წამს, სასწაულად გადავურჩი სატვირთო მანქანის ბორბლებქვეშ ჩავარდნას, ეს კი ღმერთმა ალბათ მხოლოდ იმიტომ ინება, რომ თავსგადახდენილი სასწაული ვინმესთვის მეამბნა...
სახლი პატარა იყო და ძველმოდური _ ელისაბედის დროინდელი რელიკვია, მის მსგავს შენობებს ხშირად წააწყდებით ძველ უბნებში. შენობის ბრილიანტივით მბრწყინავ ფანჯრის მინებში ჩავიხედე და ჩემს სიღატაკეს მწარედ ჩავუღიმე. კარს კარგად დავაკვირდი და მასზე დაკიდებულ აბრას შევხედე, აბრაზე ჩემდა გასახარად იკითხებოდა ზეციური სიტყვები, ,,შედი”...
გვიანი იყო, ქუჩები უკაცრიელი ჩანდა, მოულოდნელად მომსკდარმა ნიაღვარმა კინაღამ წამლეკა, თან შუბლზე უეცრად პენისოდენა წვეთი ტყლაშუნით დამეცა და გადაწყვეტილების მიღება საბოლოოდ მან დამაჩქარებინა, ბევრი ყოყმანი აღარ დამიწყია, ეს სახლი უნდა ყოფილიყო საშიში დელგმისგან თავის დასაღწევი კუთხე და ლტოლვილის თავშესაფარი...
ფრთხილად მივუახლოვდი კარს, ის, რა თქმა უნდა, ჩაკეტილი იყო. მერე ფანჯრები მოვსინჯე პირველ სართულზე და კიდევ ერთხელ ვიწყევლე თავ-ბედი, მაგრამ უეცრად ჩემი ყურადღება ფანჯრის მინებმა მიიპყრეს, როგორც ჩანდა ისინი მკვიდრად არ იყვნენ ჩასმული ჩარჩოში... გარემო დავზვერე, ჩემგან ზურგით პოლიციელი იდგა, ორმა წყვილმაც ჩამიარა, თუმცა ყურადღება არავინ მომაქცია, მეც სწრაფად მოვარყიე მუშტით შუშა და ფრთხილად დავაწექი, გაისმა სუსტი ტკაცანი და ჩარჩოდან ამოვარდა. შესასვლელი ღია იყო და მიხმობდა...
ფანჯრის ჩარჩოს ჩავეჭიდე და ძლივს გადავათრიე დასუსტებული ტანი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სახლში შეღწევას მთელი ჩემში დარჩენილი ძალა შევალიე, მიზანი მიღწეული იყო, დაღლილი და ძალაგამოცლილი შენობის შიგნით ვეგდე.
არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიწექი იატაკზე მისუსტებული და საკუთარ გულისცემას ვუგდებდი ყურს, საფეთქლებში ჩაქუჩივით მიკაკუნებდა მოწოლილი სისხლი. შესაძლოა მთელი საათი გავიდა, სანამ გონს მოვედი და მოვსულიერდი, ან, იქნებ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა ამას. შესაძლოა გულიც წამივიდა, სამი დღე იქნებოდა, არაფერი მეჭამა. როგორც იქნა წამოვდექი, ფანჯრის მინა კვლავ ჩარჩოში ჩავსვი, არ მინდოდა, ვინმე დამეეჭვებინა, მერე ჯიბეში ჩარჩენილი ასანთი მოვისინჯე და ვიპოვე კიდეც, მაგრამ როცა გავკარი და ავანთე, კინაღამ ხელიდან გამივარდა...
ოთახი საუცხოოდ იყო ავეჯით გაწყობილი სამი საუკუნის წინანდელ სტილზე, ბუხრის თავზე შვიდ ნაწილიანი შანდლის ლითონი ბრწყინავდა, ჩემი ანთებული ასანთის ღერი მასთან მივიტანე, რათა ყველაფერი უკეთ დამენახა. შემდეგ კი ანთებული სანთლის ალზე ხელი მოვატარე, უნდა დავრწმუნებულიყავი, ყვალაფერი ცხადში ხდებოდა თუ სისუსტით გამოწვეული ჰალუცინაცია იყო. არა, ცხადში ხდებოდა ყველაფერი, მშიერმა, უსახლკარო მაწანწალამ თავშესაფარი ისეთ სახლში ვპოვე, რომლის წარმოდგენაც ყველაზე ძლიერ წარმოსახვასაც გაუჭირდებოდა, ეს სახლი ანტიკვართა სამოთხე იყო!
შანდალს ხელი დავავლე და კარისკენ გავემართე, მაგრამ ზღურბლთან შევყოყმანდი, უეცრად შიშმა ამიტანა, გარედან სახლი უკაცრიელი და ცარიელი ჩანდა, მხოლოდ მასზე მიკრულმა წარწერამ გამაბედვინა შესვლა, ახლა კი არ მტოვებდა შეგრძნება, რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა, ალბათ შევცდი, პირველი შთაბეჭდილება ცრუ აღმოჩნდა. ეჭვი გამიჩნდა, ნეტავ სხვა სახლში ხომ არ შევედი? უკან რომ გავმძვრალიყავი, პოლიციელს წავაწყდებოდი, არადა ციხეში არ მინდოდა, ციხე იქნებ ჩემნაირი ადამიანისთვის ერთგვარი თავშესაფარიც კი იყო, მაგრამ სიამაყე არ მაძლევდა იქ მოხვედრის შესაძლებლობის დაშვებას, მწარედ გამეცინა ჩემში არსებული სიამაყე რომ გამახსენდა და აქ პორველად შემომესმა ხმები...
ხმა თითქოს ტვინიდან მოდიოდა, ხმადაბალი ბზუილი მესმოდა, რომელიც ხან ძლიერდებოდა, ხან კი სუსტდებოდა, თუმცა საბოლოოდ არ ცხრებოდა. ისეთი ხმაური მედგა ყურში, თითქოს სახლს თავზე თვითმფრინავმა გადაუქროლა. თავი გიჟივით გავაქნიე, თან კართან ვიდექი და იმედი მქონდა, ამ კარში შესვლა მიშველიდა, დავისვენებდი საშინელი ხმაურისგან, ამაოდ, ბზუილი კიდევ საკმაო ხანს გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეწყდა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს თავი ეს ესაა დავაღწიე ფუტკრებით სავსე სკას.
ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ ოთახში დათბა, ხელი კარისკენ გავიწვდინე და როგორც იქნა გავბედე გაღება, რამდენიმე წამში ჰოლში აღმოვჩნდი და შანდლის შუქზე შევნიშნე, რომ გასასვლელში კიდევ იყო ერთი კარი, რომელიც სავარაუდოდ სამზარეულოსი უნდა ყოფილიყო. გახარებული გავემართე ამ კარისკენ, იქ შესაძლოა საჭმელი მეპოვნა, გზად მუხის კიბეები შევნიშნე, ისინი ჭრაჭუნობდნენ და შემეშინდა, ვიფიქრე, შინამოსამსახურეს გავაღვიძებ მეთქი.…
საბოლოოდ მშვიდობიანად მივაღწიე სამზარეულომდე, შანდალი ავწიე და ყველაფერი მოვათვალიერე, მარჯვნივ, მზარეულის ოთახი უნდა ყოფილოყო, მარცხნივ კი... ჰოი საოცრებავ, პატარა მუხის მაგიდაზე სუფრა დავინახე გაშლილი, უამრავი გემრიელი საჭმელი დაეწყოთ მასზე, ცოტა ხანი მდუმარედ მივშტერებოდი საოცრებას, მერე კი გამგელებულმა დავიწყე ჭამა, მე ხომ ამდენი ხნის მშიერი ვიყავი!
და უცებ ისევ გაჩნდა ხმაური, ხმადაბალი, დაუსრულებელი ბზუილი, ოღონდ ამჯერად ტვინში აღარ მირტყამდა, ჭიქა ტკბილი ღვინით ავივსე და მივაყურადე. ხმა შინამოსამსახურის ოთახიდან გამოდიოდა, პირი საჭმლით გამოვიტენე და ყური კარს მივადე. ბზზზზზ-ზზზზ-ზზზზ... ისმოდა იქიდან, ნამდვილად არ შევმცდარვარ... შიგნით შეჭვრეტა კარის ჭრილიდან ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, სიბნელემ შემიშალა ხელი. ცოტა კი მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა სახლში ვინმეს გაღვიძებოდა ჩემს ხმაურზე, მაგრამ იმდენად მაინტერესებდა, საიდან მოდიოდა ეს ბზუილი, გავრისკე, კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე და მოვატრიალე, ზუსტად იმ წუთში ბზუილი შეწყდა, ნელა, ძალიან ნელა გავაღე კარი, ოთახში შევიჭვრიტე და... გული ლამის გამეყინა!
ორ სკამზე გრძელი ხის ყუთი იდგა, ამ ყუთის ფორმამ ენითაუწერელი ძრწოლით ამავსო, აქეთ-იქით სამ სასანთლიანი შანდლები ედგა და მათი შუქი ანათებდა კუთხეში მდგარ საწოლს, რომელზეც უწესრიგოდ ეყარა ტანისამოსი... კუბო თავახდილი იყო... თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მასში ჩასვენებული მიცვალებული ზანგი იყო, მერე დავაკვირდი გარდაცვლილის სახეს და ბზული კვლავ განახლდა. გვამს სახეზე ბუზები ისე ეხვია, თითქოს ვიღაცამ სახის დასაფარად შავი პირბადე გადააფარაო, ყვირილი აღმომხდა, კარისკენ დავიხიე, ამასობაში კი გვამიდან ბუზები აფრინდნენ და ახლა მიცვალებულის საშინელმა სიმელოტემ გამაგიჟა. სუნთქვას ძლივს ვიკავებდი, კუბოდან ამიოსული საშინელი სიმყრალე რომ არ შემესუნთქა, კართან მივედი და სახელურს ხელი მოვკიდე, ის საშინელი ხმაურით ჩამეკეტა... ჩემსკენ კი ზუზუნით დაიძრა გვამიდან აფრენილი უზარმაზარი ბუზების გუნდი!
გიჟივით დავიწყე მუშტების ქნევა და მათი მოგერიება, მაგრამ დიდ შედეგს ვერ მივაღწიე, მთელი ოთახი გაცოცხლდა თითქოს და ყველგან მათი ბუსუსა ფეხები, პაწაწინა, წებოვანი ტერფები, და ფრთები მოჩანდა, თითოეული მათგანი ჩემს კანზე შეხებას ლამობდა და ბზუილს არ წყვეტდა, ირგვლივ კი საშინელი სიმყრალე სუფევდა, ერთი ბუზი, სხვებთან შედარებით უფრო მძიმე და დიდი, ტუჩზე დამაჯდა, როგორც ჩანს, ელოდა იმ დროს, ჩემს პირში რომ მოახერხებდა შეძრომას, ამან სულ გამაცოფა, გაშმაგებულმა მოვუქნიე ხელი და ვიგრძენი, როგორ გაადინა მისმა ზორბა სხეულმა ტყაპანი ძირს. კარიც როგორღაც დავიმორჩილე და გავაღე, თუმცა პანიკაში ჩავარდნილს შანდალი გამვარდნოდა ხელიდან, შიშისგან ოფლმა დამასხა და ძლივს გავბობღდი სასტუმრო ოთახში. საძინებლის კარი ხმაურით ჩაიკეტა ჩემს უკან, შვება ვიგრძენი საფრთხეს გამორიდებულმა ლოცვა დავიწყე...
მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ რაღაც არაბუნებრივი იგრძნობოდა ბუზების მოქმედებაში, ძალიან ბოროტები და გონიერები ჩანდნენ, თავს რომ დამესხნენ, თითქოს ვიღაც, მათზე აღმატებული გონების პატრონი, მართავდა და ბრძანებას აძლევდა.
რაკი შანდალი აღარ მქონდა, სიბნელეში გზა როგორღაც გავიგნე იმ კარისკენ, ჰოლში რომ გადიოდა. ხელებით მოვსინჯე საკეტი და მოვატრიალე, მაგრამ აქაც მიტყუნა იღბალმა და ისევ ჩამეკეტა რაზა...
გაშმაგებული ვაწვალებდი საკეტს და არაფერი გამომდიოდა, მაგრამ უეცრად სამზარეულო გამახსენდა... ჩემს უგუნურებას ვწყევლიდი და სამზარეულოს კარისკენ მივბობღავდი, იქ აუცილებლად იქნებოდა ხსნა, აუცილებლად იქნებოდა გასასვლელი...შევტრიალდი და ჩაკეტილ კარს, კარს რომლის მიღმაც სიკვდილი და აბზუილებული, საშინელი ბუზები დარჩა, მუშტი ნიშნისმოგებით მოვუღერე, ჩემი სხეულიც მოინდომეს საძაგელმა მწერებმა, ახალი სისხლი და ახალი ხორცი მოსწყურდათ, მე ამას ვგრძნობდი, ვხვდებოდი, როცა გაშმაგებული ვებრძოდი, მაგრამ ახლა ჩემი ჯერი იყო, მე მათ გაცურებას შევძლებდი!
ისტერიული სიცილი ამივარდა და სამზარეულოს ზღურბლს გადავაბიჯე, შემდეგ კი უკანა კარისკენ გავემართე, ოთახის მარჯვნივ უზარმაზარ ფანჯარას დაეღო ხახა და დერეფანს მთვარის შუქით ავსებდა, კარის რაზა გადავატრიალე, და ო, წმინდაო ღვთისმშობელო! ის გაიღო... მაგრამ კარს ძვრაც ვერ ვუყავი, პირველივე მცდელობაზე ლურსმანს გადავაწყდი, ვიღაცას გარედამ შეეჭედა...
რატომ? მტკივნეული კითხვა დამებადა და იმ წამს ზარის რეკვაც შემომესმა, ფანჯრიდან გარეთ გავიჭვრიტე და თვალწინ სრულიად განსხვავებული ლონდონი წარმომიდგა! მე ქალაქის ისეთ ნაწილს ვხედავდი, რომელიც არასოდეს მენახა, ჩემს პირდაპირ მდგარი სახლები თითქოს შემოჭრას ლამობდნენ, ისე ახლოს იდგნენ...
ისევ ზარების რეკვა გაისმა და თან დაერთო მძიმე ბორბლების რახუნი ქვაფენილზე, ადამიანის ხმაც მომესმა, საბრალო, შეშფოთებული, მელანქოლიური ძახილი, სიტყვების გარჩევა სამწუხაროდ ვერ შევძელი. ვიფიქრე, რაღაცას ყიდიან მეთქი, მაგრამ ასე გვიან ღამით?
სკამზე ავძვერი და დაბლა ჩავიხედე, აქადან გადახტომა ძნელი იქნებოდა, საკმაოდ მაღლა ვიმყოფებოდი, შეიძლებოდა სულიც ვერ ჩამყოლოდა მიწამდე.
ბინდბუნდში ორთვალა დავლანდე, რომელშიც შავი ცხენები შეებათ, კაცს მიჰყავდა, ზარს აწკრიალებდა და ისევ მელანქოლიურად გაიძახოდა რაღაცას, უკან კიდევ ერთი იჯდა, ის ხმას არ იღებდა და სახეზე ენითაუწერელი მწუხარება ეხატა.
მაგიდაზე ფარანს მივაგენი, ასანთიც ვიპოვე და ავანთე, გადავწყვიტე მათი ყურადღება მიმეპყრო და როცა ორთვალა დამიახლოვდებოდა, ჩავმხტარიყავი, სხვა შანსი იქნებ აღარც მქონოდა..
როგორც იქნა შემნიშნეს და გახარებულმა დავუქნიე თავი, სმენას კი ნელ-ნელა მოსწვდა მათი ძახილი და ღიმილი პირზე შემაშრა:
_ გამოასვენეთ თქვენი მიცვალებული, დროზე, გამოასვენეთ! _ იმეორებდა კაცი მწუხარე სახით. მერე კი ორთვალაზე მიმითითა, ის სავსე იყო... სავსე იყო მიცვალებულებით და მომაკვდავებით, რომლებსაც ალბათ სულ რაღაც წუთებიღა დარჩენოდათ სიციცხლის...
შეშინებულმა ყურადღებით დავათვალიერე შორიდან მოპირდაპირე სახლების კარები და რა დავინახე!.. თითოეულ კარზე ჯვარი იყო დასმული, სასოწარკვეთილების ჯვარი, შავი ჭირის აღმნიშვნელი დამღა...
ორთვალამ ჩამიარა და აღარც კი გამივლია გულში მასში ჩახტომა, ახლა ახალი კითხვა მიღრღნიდა გულს, ნუთუ 300 წლით უკან გადავინაცვლე, როცა ჰოლბორნის ერთი მიტოვებული სახლის ფანჯარაში გადაძვერი? ნეტავ სიცოცხლეს ხომ არ გამოვესალმე იმ საშინელ ამინდში თაღის ქვეშ თავშეფარებული და ეს ჩემი წილი ჯოჯოხეთი ხომ არ იყო? ამ ფიქრებში ვიყავი წასული და უცებ ისევ შემომესმა საშინელი ბზუილი...
შიშით აღვსილი ფეხის წვერებზე მივუახლოვდი სამზარეულოს კარს და ფარანი ზემოთ ავწიე, სიკვდილის ოთახიდან ისევ ისმოდა ამჯერად უკვე გაშმაგებული, ჩაკეტილი ბუზების ბზუილი, ჩანს ბრაზობდნენ, ნადავლი რომ დაუსხლტათ ხელიდან, მათთვის ხომ ცოცხალი მსხვერპლი გაცილებით ძვირფასი იყო, ვიდრე მკვდარი!.
ოთახში საშინელი ჰაერი იყო და მომწყურდა, მოწყურებული მაგიდაზე დალაგებული ხორაგისა და ღვინისაკენ გავემართე, მივედი და ზიზღისგან გავლურჯდი, ნუთუ მე ამ აყროლებულ, თეთრ მატლ დასეულ საჭმელს მივირთმევდი?! თუ ეს ყველაფერი ამ რამდენიმე წუთში აყროლდა?!
უეცრად რაღაც შეგრძნებამ გვერდზე მიმახედა, იქ კი მაგიდაზე დაგდებულ ხორცის ნაჭერზე დამჯდარი კიდევ ერთი უზარმაზარი ბუზი ვიხილე, რომელიც გამალებით ბზუოდა, დაბლა დავიხედე და კიდევ უარესი, საძინებლის, სიკვდილის ოთახის კარი გვარიანად იყო გაბზარული და ამ ბზარიდან ჩემსკენ მოცოცავდა მსუქანი ბუზების მოფუსფუსე, დაუსრულებელი ნაკადი. თითოეული ბუზი ჯავზივით მსხვილი და შავი იყო. ყველანი მე მომჩერებოდნენ და ამ უზარმაზარ მსვლელობას წინ სამი ბუზი უძღოდა.
საშინელი მწერების ბზუილმა ოთახი გაავსო, უეცრად ბუზთა არმია ერთად შეგროვდა და ფრთები გაშალა, უცნაურმა შრიალმა ყური მომჭრა, ველური ყიჟინით და კივილით ხელიდან გავაგდე ფარანი და სამზარეულოში შევვარდი, დაავადების გადამტანი მწერები მასხდნენ სახეზე, კისერზე, ყურებზე, თვალებზე, ვებრძოდი და თან ფანჯრისკენ მივიწევდი, გამახსენდა ფანჯრიდან გადახტომის წეღან უარყოფილი გეგმა, მიწამდე თექვსმეტი ფუტი მაშორებდა, მაგრამ არც კი შევყოყმანებულვარ, სახლში შავი ჭირი თარეშობდა, ბუზები მწამლავდნენ, საჭმელი დაინფიცირებული იყო, იღლიის ქვეშ მწერების გუნდი შემიძვრა და საშინელი გულისრევის შეგრძნებამ შემომიტია, გაშმაგებულმა შიშველი ხელებით ჩავამსხვრიე ფანჯარა, გადავწყვიტე, ცოცხალი ხელში არ ჩავვარდნოდი ამ საზარელ არსებებს, დაე ჩემს გვამზე ეთარეშათ, მაგრამ არ მივცემდი საშუალებას, ჩემი სისხლით მოელხინათ სანამ პირში სული მედგა!
_ გამოასვენეთ თქვენი მიცვალებულები, დროზე, გამოასვენეთ! _ ახლა მე ვყვიროდი, შემდეგ კი ისღა მახსოვს, რომ ფანჯრიდან გადმოვხტი და ქუჩის ქვაფენილს დავენარცხე...
თხრობა აქ შეწყვიტა საბრალო ყარიბმა, ექიმმა კი, პალატა რომ დავტოვეთ, მწუხარედ დასძინა: _ საბრალო, ჰოლბორნის ქუჩებში ვიპოვეთ, სატვირთოს გადაევლო, ფეხი ჰქონდა დამსხვრეული, ცოცხალ-მკვდარი მოვიყვანეთ საავადმყოფოში, ყველაფერთან ერთად, შიმშილისგანაც იყო დასუსტებული, როგორც ჩანს, ცოტა გონებასუსტიცაა, რამ მოაფიქრა მთელი ეს სისულელე...
მე კი ამ ,,სისულელემ” ისე დამაინტერესა, რომ არ მოვისვენე და დაწვრილებიოთ შევისწავლე ჰოლბორნი, არსად ნიშანწყალიც კი არ ჩანდა საბრალო ჭაბუკის მიერ აღწერილი სახლის, მით უმეტეს სასწრაფოს მძღოლმა სწორედ იმ ადგილზე მიმიყვანა, სადაც ყარიბი იპოვეს, მაგრამ იყო ერთი ნიშანდობლივი რამ, როგორც ერთმა ცნობილმა მეცნიერმა მაცნობა, გზა სწორედ ამ ადგილას ერთ-ერთ უდუდეს სამარხს ფარავდა და მასში შავი ჭირის ეპიდემიის ათასობით მსხვერპლი განისვენებდა.

ინგლისურიდან თარგმნა ნათია ჩუბინიძემ

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 09 Apr 2009, 08:37 
Offline
Moderator
User avatar

Joined: 04 Apr 2009, 09:28
Posts: 6489
Quote:
მე ერთი რამ ვიცი, თუ პოეტი ხარ, უნდა ეცადო, რაღაც მშვენიერი შექმნა, ისეთი, გვერდს რომ გადაფურცლავს და მაინც არ დაავიწყდება მკითხველს,


:pray:

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 09 Apr 2009, 23:19 
Offline
User avatar

Joined: 03 Apr 2009, 00:13
Posts: 189
Location: ბედნიერება ფეხშიშველი გამექცა მინდვრად
კითხვები
ალენ ბოსკე

და დაეკითხნენ წინასწარმეტყველთ:
"ღმერთები წარმავალნი და მოკვდავები არიან?"
და უპასუხეს:
"ამის ცოდნა ჩვენ არ გვეგების"
და დაეკითხნენ:
"სამყარო უსაზღვროა და შეზღუდული?"
და უპასუხეს:
"ჩვენც ამას ვეკითხებით საკუთარ თავს"
და დაეკითხნენ:
"სული ფორმაა სხეულისა, ან იქნებ სხეულია ფორმა სულისა?"
და უპასუხეს:
"ჩვენც თქვენსავით ვეძიებთ პასუხს"
და დაეკითხნენ:
"არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?"
და უპასუხეს:
"ეს მხოლოდ იმედია და არა რწმენა"
და დაეკითხნენ:
"შეავსებს თუ არა სიყალბეს ჭეშმარიტება?"
და უპასუხეს:
"რა ბედნიერნი ვიქნებოდით ასე რომ იყოს"
და მაშინ დახოცეს წინასწარმეტყველნი
და დაუსვეს გიჟური კითხვები
ბაობაბს
მდინარეს
ჯეირანს
წითელ მარმარილოს
გაქცეულ ნიავს
და იქმნენ ნეტარნი
რამეთუ არასწორად ახსნენს
მათი დუმილი.

_________________
Невинны детские веселья В час вечерний, в час любой... Открой глаза, мой друг, открой -И мир познаешь их блаженного забвенья... :)))

Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 09 Apr 2009, 23:43 
Offline
User avatar

Joined: 18 Feb 2009, 22:06
Posts: 13065
Location: ვინ სახლიდან,ვინ სახლში, ვინ გუგულის ბუდეში...
თარგმანის ავტორიც უნდა ეწეროს აქ

_________________
I wish you shelter from the storm
A cozy fire to keep you warm
But most of all when snowflakes fall
I wish you love....


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 11 Apr 2009, 11:49 
Offline
User avatar

Joined: 03 Apr 2009, 00:13
Posts: 189
Location: ბედნიერება ფეხშიშველი გამექცა მინდვრად
nisaba wrote:
თარგმანის ავტორიც უნდა ეწეროს აქ



კი კაცო მაგაზე გაწყენინებ??? :D

ჟორჟი, გიორგი ეკიზაშვილი.. :heart: ნათარგმნი აქვს მოლიერის, მოპასანის, სარტრის, ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, კამიუს, მეტერლინკის, ანდრე მორუას, ერვე ბაზენის, მაიკ ხოლოდენკოს, ივ მარტენის, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ჟილ ჟუანარის, ნატალი საროტის ,მიშელ უელბეკის და სხვა ფრანგი პოეტების თუ მწერლების ნაწარმოებები.. მოკლედ საფრანგეთში უფრო იცნობენ ამ ადაიმანს და დიდ პატივს სცემენ, ვიდრე საქართველოში.. :gigi: 2001 წელს საფრანგეთის მთავრობის მიერ მიენიჭა "აკადემიური პალმის რტოს" ორდენის ოფიცრის წოდება!
..და კიდევ ვისაც ასწავლიდა არასვის დაავიწყდება ეს კაცი თავისი სიგიჟით.. ერთხელ ისეთი რამე გვითხრა ლექციაზე ნინო ბურჯანაძეზე.. :laugh: მთელი 100 კაციანი სასტავი შკში ჩაგვაგდო :D თან რაღაცას გვიხსნიდა ღრმა ფილოსოფიურ ფსიქოლოგიური თავისებური აზროვნებით და უცბათ დაგვიხეთქა.. :laugh:

_________________
Невинны детские веселья В час вечерний, в час любой... Открой глаза, мой друг, открой -И мир познаешь их блаженного забвенья... :)))

Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: თარგმანები
PostPosted: 25 Apr 2009, 13:55 
Offline
User avatar

Joined: 03 Apr 2009, 00:13
Posts: 189
Location: ბედნიერება ფეხშიშველი გამექცა მინდვრად
PARIS AT NIGT
ჟაკ პრევერი

სამი ერთმანეთზე მიყოლებით ანთებული
ასანთის ღერი
პირველი - რათა ვიხილო სახე შენი
მეროე - რათა ვიხილო თვალები შენი
მესამე - რათა ვიხილო ტუჩები შენი
და მერე სიბნელეში მოგხვიო ხელი
და გავიხსენო ეს ყოველივე.

_________________
Невинны детские веселья В час вечерний, в час любой... Открой глаза, мой друг, открой -И мир познаешь их блаженного забвенья... :)))

Image


Top
 Profile E-mail  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 56 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next
Post a reply
Username:
ქართულად
{ SMILIES }
{ QUOTE_SELECTED }
 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Registered users: No registered users


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group