პოლიტიკა | ეკონომიკა | კულტურა | ტექნოლოგია | სპორტი
რეკლამა ჩვენს საიტზე
It is currently 09 Sep 2010, 21:54

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 37 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 21 Nov 2009, 21:21 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
http://www.Vet-Express.Ge - ვეტერინარია

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: www.Vet-Express.Ge - ვეტერინარია
PostPosted: 21 Nov 2009, 21:25 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
პრაქტიკულად ყოველ თქვენთაგანს, ვისაც უყვარს ცხოველები და გული შესტკივა მათ ჯანმრთელობაზე გვაკითხავენ ჩვენ - ვეტერინარულ სამსახურს, რათა გავუწიოთ ვეტერინარული დახმარება, კონსულტაცია, პროფილაქტიკური ღონისძიება - ვაქცინაცია, მკურნალობა თუ რეკომენდაცია, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ და მოხარულებიც. დროულ ვაქცინაციას, სწორ კვებას, კარგ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველის შემდგომ ჯანმრთელობაზე, ზრდა-განვითარებაზე. ჯანმრთელი ცხოველი კი დიდ სიამოვნებასა და სიხარულს გვჩუქნის ყოველ ჩვენთაგანს. ვეტერინარული ცენტრი "ვეტ-ექსპრესი" გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს, ეს იქნება ბინაზე გამოძახება თუ სტაციონარულად, ამბულატორულად. - მოხარულები ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური - კომპეტენტური სამსახური ვაჩუქოთ თქვენს ცხოველს დიდი სიამოვნება, რასაც სიცოცხლე ჰქვია. თუ თქვენ არ გყავთ და გაქვთ სურვილი იყოლიოთ ცხოველი ამისათვის, როდესაც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აიყვანოთ ცხოველი ეს იქნება ძაღლი თუ კატა ან სხვა სახეობის ცხოველი, მობრძანდით ან დაგვეკონტაქტეთ, რომ გირჩიოთ და უკეთ წარმართოთ თქვენი საქმე. დროულ და სწორ ვეტერინარულ რეკომენდაციას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ცხოველისათვის. “ვეტ-ექსპრესი” გისურვებთ ბედნიერებას და ბევრ სიამოვნებას ოთხფეხა მეგობართან ერთად. “ვეტ-ექსპრესი” - თქვენი ოჯახის მეგობარი.

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 25 Nov 2009, 10:18 
Offline
Moderator
User avatar

Joined: 13 Mar 2009, 21:57
Posts: 565
Location: UK, Bristol
vet-express

ტერიტორიულად სად მდებარეობს? :)

_________________
伊吾诶迪诶 ♥


http://forum.ge/?f=72&showtopic=33998991&st=315

Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 05 Dec 2009, 19:09 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
www.Vet-Express.Ge ჩვენი მისამართია ხიზანიშვილის ქ #47 ვეტერინარული კლინიკა ტელ. 899-51-55-97, 57-71-97

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 31 Dec 2009, 18:36 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
ახალი წელი მოდის! ბევრი გემრიელი საჭმელია სუფრაზე,სტუმრიანობა, ნაკლები ყურადღება და იწყება პრობლემები,ზოგი სტუმარი მიაწვდის ლეკვს ლორს, ან შემწვარ ღორის ხორცს----- მე შეგახსენებთ მიაქციოთ დიდი ყურადღება თქვენს ოთხფეხა მეგობრებს... დღეს-დღეობით ზოო-მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით მოგვეწოდება ძაღლის კვება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოწოდებული მშრალი საკვები, კონსერვები, ჟელეს სახით, ვიტამინიზირებული ტექნოლოგების მიერ დახვეწილი ხარისხიანი, ასევე შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა საჭირო პროდუქტებს: ძაღლის ძირითად საკვებს პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი (მცირე რაოდენობით), ბურღული, კარტოფილი, ბოსტნეული და მარილი. გარდა აღნიშნულისა, ძაღლის კვების რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: თევზი, პური, ხაჭო, მაწონი, უმარილო ყველი, ნადუღი და სხვა. ხორცი მდიდიარია ცილებით და ცხიმებით, მას კარგად ითვისებს ძაღლის ორგანიზმი, ძირითადად გამოიყენება საქონლის, ქათმის ხორცი. თევზის ქონი, როგორც ვიტამინის წყარო გამოიყენება ლეკვების და მოზარდი ძაღლების გამოსაკვებად. ბურღულებიდან უნდა ვიხმაროთ: ქერი, ჰერკულესი, მუხუდო, წიწიბურა, ბრინჯი. სასურველია ძაღლის ყოველდღიურ საკვებ რაციონში შევიტანოთ კარტოფილი და ბოსტნეული: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, რომლებიც ნახშირწ###ბის და ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის საკვები ზომიერად უნდა იყოს შეზავებული სუფრის მარილის საკმაო რაოდენობით. დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არ არის სასურველი. ძაღლის კვების ძირითადი მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ახალი. ლეკვები უნდა ვკვებოთ განსკაუთრებულათ: 4-5-ჯერადად. 1 კვება - ჰერკულესი რძით. (ნაკლებ ცხიმიანუ რძე) და ვაშლის პიურე. 2 კვება - ხორცის მოხარშული ფარში, წიწიბურას ფაფა და დამატებით კალციუმისა და ვიტამინების შეჯერება. 3 კვება - ბურღულეული რძით და სამი სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი. 4 კვება - მოხარშული ქათმის ხორცი დაქუცმაცებული და ბრინჯის ფაფა.
ყველას გილოცავთ 2010 წელს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას ბევრ სიხარულს, თქვენს საყვარელ ცხოველებთან ერთად.
პატივისცემით სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ვეტერინარი ექიმი ვახტანგ მამალაძე

Image

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 01 Jan 2010, 15:56 
Offline
User avatar

Joined: 19 Feb 2009, 09:38
Posts: 31827
Location: Rio de janeiro,Ipanema
ვულოცავ ყველა შინაურ ცხოველსა და ფრინველს :hi:

_________________
Смерть стоит того чтобы жить,а любовь стоит того, чтобы ждать Image
Я так думаюImage
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 10 Jan 2010, 15:15 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
საქართველოში ყოველთვის იყო ჯანსაღი ადამიანები რომლებსაც ნამდვილად გული შესტკიოდათ უპატრონო ცხოველთა ბედზე . ეს ნამვილად არა მარტო ზოგიერთების პრობლემაა არამედ ყოველი ჩვენთაგანის, ვისაც თუნდაც უცემს ადამიანური გული .უპატრონო ცხოველებს წარსულში ჰყავდათ პატრონები,უვლიდნენ აჭმევდნენ -მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო და ყველაზე მთავარი მიზეზა -უგულობა !ისინი აღმოჩნდნენ ქუჩაში და დაიწყო მათი უბედური პერიოდი: შიმშილი, დევნა,სიცივე,ცემა,და საბოლო ჯამში ტანჯული სიკვდილი. ვინ არის დამნაშავე ? ისევ და ისევ ადამიანი-ჩვენ რომელსაც არ გაგვაჩნია გულმოწყალება, რომ გავუწოდოთ ხელი ისედაც ქუჩაში დარჩენილ მშიერ-მწყურვალ ძაღლებს. ვიფიქროთ ყველამ და დროა ცივილიზებული აზროვნებით მივუდგეთ ამ საკმაოდ სერიოზულ პრობლემას.რატომღაც ტენდენციაა იყოლიონ ჯიშიანი ძაღლები და თუ კინოლოგიურ სტანდარტებში არ ჯდება მას აგდებენ ქუჩაში....ეს არის ჩვენი მენტალიტეტი! მომიტევოს ზოგიერთებმა
სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 11 Jan 2010, 23:08 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
მუხიანში 20 დღის წინ მანქანამ გადაუარა 10 თვის ძაღლს, თვითონ მძღოლმა, როგორც უმრავლესობას სჩვევია, გზა გააგრძელა. ძაღლმა სიმწრისგან აიკლო იქაურობა და ხოხვა-ხოხვით თავი შეაფარა კორპუსის სარდაფს. თვითმხილველებს ეგონათ, რომ ძაღლი მოკვდებოდა და აღარ დაიწყეს მისი ძებნა. რომ არა ერთი ღვთისნიერი ქალი, ძაღლს ნამდვილად არ დაადგებოდა კარგი დღე, ის აჭმევდა ცოტა შეიჩვია კიდევაც და როგორც იქნა ძაღლმა მისცა ნება ხელში აყვანისა. ამოიყვანა სახლში, მეც დამიკავშირდნენ და გადმოვიყვანეთ ვეტერინარულ კლინიკაში, სავალალო მდგომარეობა ჰქონდა...ძვალი სულ დამსხვრეული ჰქონდა, ძვლის ფრაგმენტები აკლდა კიდევაც. სამწუხაროდ, იძულებულნი გავხდით, ფეხის ამპუტაციისა.
ძაღლი ეხლა უკეთესად გრძნობს თავს და სასიხარულო იცით რა არის, რომ მას უკვე პატრონი ჰყავს, რომელიც არაფერს არ დააკლებს. ღმერთო ამრავლე ასეთი ხალხი! ეს კეთილ შობილი ადამიანები -გიორგობიანი ინგა და იგორი გახლავთ , ხშირად გვირეკავენ და ნუცას შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან. ასე დაიწყო ბედნიერად ნუცას ცხოვრებაში ახალი წელი. მაგრამ სამწუხაროა რომ სხვა ქუჩის ბინადართ არ გაუმართლა და ისევ უპატრონობაში და ბედის ანაბრად აგრძელებენ მძიმე წუთისოფელს.იმედია ჩვენი მოქალაქეები გამოფხიზლდებიან და შეიწყალებენ მშიერ წყურვალ ოთხფეხა მეგობრებს

Image Image

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 15 Jan 2010, 23:20 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
კაცობრიობისთვის ცნობილია , რომ ადამიანებს აკისრიათ უდიდესი მორალური ვალდებულება ყველა ცოცხალი არსების და განსაკუთრებით შინაური ცხოველების წინაშე,რომლებთანაც განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებთ. მხედველობაშია მისაღები ცხოველთა უდიდესი შესაძლებლობები დახმარება გაუწიოს ადამიანს და აქედან გამომდინარე მათ უდიდესი ღირებულება აქვთ საზოგადოებისათვის.
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შინაური ცხოპველები და შექმნას მათთვის აუცილებელი საარსებო პირობები.
ქ. თბილისში უკვე დიდი ხანია დგას უპატრონო ცხოველების ძაღლების და კატების პრობლემა.
უპატრონო ძაღლების დიდი რაოდენობის გამო ადამიანებს ნამდვილად ეშინიათ შექმნილი სიტუაციის, ამავე დროს ისინი კვებავენ ქუჩის ძაღლებს ეზოებში, სადაც ეს ძაღლები იცავენ და დარაჯობენ სახლებს ან მანქანებს და "კომპანიონი" ცხოველის სტატუსით ცხოვრობენ.
უპატრონო ძაღლების და კატების ზედმეტად დიდი რაოდენობა იდენტიფიცირებულია, როგორც ცოფის დრამატული განვითარების ძირითადი მიზეზი.
ზოგიერთი მცხოვრები ამართლებს ძაღლმჭერი ბრიგადების მოქმედებას, ზოგიერთი კი აშკარად უპირისპირდება ამ პრაქტიკას და აკრიტიკებს იმ მეთოდებს, რომლებითაც ხორციელდება ეს. ვინაიდან არც პრობლემის და არც მისი შესაძლო გადაჭრის ნათელი წარმოდგენა თითქმის არავის არა აქვს, თითოეულ მხარეს თავისი საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა სურს.
ამგვარად, დღეს-დღეობით, ძაღლების პოპულაციის ჩვეულ მართვას რაციონალურს ვერ ვუწოდებთ.
ცხოველების დამცველთა რიგები იზრდება და ვინაიდან უპატრონო ცხოველების და კატების განადგურების სტრატეგია და საშუალებები მართლაც იმსახურებს კრიტიკას, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სურს გადაარჩინოს უპატრონო ცხოველები, რაც მისასალმებელია და სასიხარულო.
ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება მოვითხოვთ ,რომ ძაღლების და კატების პოპულაციური მართვა წარიმართოს ჰუმანური გზით და ეს გზა ცხოველთა სტერილიზაციაა !
ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ძაღლების და კატების პოპულაციის მართვისა, რომელიც ხორციელდება ძაღლების და კატების რაოდენობრივი შემცირება-მოკვდინების გზით,რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებსა და საქმიანობებს.
სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ მთელი რიგი პროგრამა რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს მერიისა და ადგილობრივი თვითმართველობის მიერ და მოხდეს მისი განხორციელება პრაქტიკულად.
1. სასწრაფოდ უნდა აშენდეს ძაღლების და კატების თავშესაფარი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
2. უნდა მოხდეს სპეც.ავტომეურნეობების ძაღლჭერი ბრიგადების ტექნიკური გადაიარაღება, ძაღლმჭერი მანქანების მოდერნიზება -რეკონსტრუქცია, სპეციალისტების გადამზადება, სტაჟირება უცხოეთში, ცხოველთა დაჭერა-იზოლაციის თანამედროვე ჰუმანური მეთოდების დანერგვა.
3. ქალაქის ტერიტორიის დროული დასუფთავება ნაგვისაგან, სტიქიური ნაგავსაყრელების დროული ლიკვიდაცია, რომელზეც ბინადრობენ უპატრონო ცხოველები.
4.ქალაქის ქუჩებში და გარეუბნებში მყოფი ავადმყოფი და გაველურებული უპატრონო ძაღლების დაჭერა-იზოლაცია და ძაღლების თავშესაფარში განთავსება მსოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოების WSPA-მოთხოვნების გათვალისწინებით.
5ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ინფორმაციის დროული გაცვლა მოქალაქეთა დაკბენის შესახებ, რათა დროულად დამყარდეს დამკბენ ცხოველებზე ვეტერინარული ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში დაკბენილ მოქალაქეებს დროულად გაეწიოთ დახმარება.
6. კონტროლის დაწესება ცხოველთა უსისტემო ბაზრობებზე.
7. დაინტერესებული საზოგადოებების ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვა პრობლემის მოგვარების პრაქტიკული გზებით( საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან დახმარების მიღება თავშესაფრების ორგანიზაციებისა და ცხოველთა სტერილიზაციის ჩასატარებლად)
8. მოსახლეობაში საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული მუშაობის გაძლიერება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით.
9. აუცილებლად უნდა შეიქმნას ერთიანი სანფორმაციო საიდენტიფიკაციო ბაზა, სადაც რეგისტრირდება ჩიპირებულ ცხოველთა მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს ძაღლებისა კატების პოპულაციურ მართვის კონტროლს.
სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე


--------------------

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 17 Jan 2010, 19:15 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
ჩვენს ვეტერინარულ კლინიკაში ნაპოვნია ძაღლი ამერიკული კოკერ სპანიელი ხვადი, ვეძებთ პატრონს ჩვენი მისამართია ხიზანიშვილის ქ 47
მოგვაკითხეთ ან დაგვირეკეთ 899-51-55-97, 57-71-97, ვეტერინარი ექიმი ვახტანგ მამალაძე

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 23 Jan 2010, 01:28 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
Image

თბილისში 2თვის წინ მანქანა დაეჯახა 4 თვის ძაღლს-ლეკვს,მანქანა კი გაუჩინარდა , მნახველებმა სინანული გამოთქვეს და არანაირი ზომები არ მიიღეს, რომ არა ოლგა ჰილიკი (პოლონეთის მოქალაქე)არ ვიცი ამ ლეკვს რა ეშველებოდა, კითხვა კითხვით მოვიდა ჩვენთან კლინიკაში, მეც გავყევი და მივედით იმავე ადგილას -ძაღლი იცლებოდა სისხლისგან . ჩვენ გავუწიეთ ვეტერინარული დახმარება, ასევე ჰქონდა მოტეხილობა უკანა კიდურის ბარძაყის ძვლის-ჩაუტარდა ოსტეოსინთეზი ოპერაცია.ღამეებს ვუთენებდით- მადლობა ღმერთს გამოჯანმრთელდა და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ღვთისნიერმა ადამიანმა თან წაიყვანა პოლონეთში. პოლონეთში ბედნიერად იქნებაო... ჩვენი დიდი მადლიერი დარჩა. საწყენი იცით რა არის, რატომ ჩვენთან უმრავლესობას არ აწუხებს ქუჩის ძაღლების ბედი, რატომ სხვამ უნდა მაგალითი მოგვცეს, წარმოიდგინეთ რა წარმოდგენა ექნება ჩვენზე... ან იმ მძღოლს არ უფიქრია, რომ შეიძლებოდა დახმარება გაეწია ცხოველისთვის?!.... რა ხდება ? რა გვჭირს?... დროა გამოვფხიზლდეთ, შევიწყალოთ, შევიფაროთ, ვიყოთ კეთილშობილები!

ეს გოგონა ოლგა ჰილიკია. ის ძაღლი თავს კარგად გრძნობს, მალე სურათებსაც გამოვაქვეყნებ.
P.S. ეს ფისოც ქუჩიდან ავიყვანეთ და დღეს დღეობით თავს ბედნიერად გრძნობს.

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 27 Jan 2010, 00:05 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
ლეიშმანიოზი ფატალური დაავადებაა! ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ძაღლებში ლეიშმანიოზის შემთხვევებმა, რამაც დიდი პრობლემები და საფიქრალი შეგვიქმნა, როგორც ჩვენ ვეტერინარ სპეციალისტებს, ასევე ცხოველის მფლობელებს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ 2003 წელს-39 პაციენტი, 2004 წელს -68 პაციენტი, 2005 წელს-62პაციენტი, 2006 წელს-68პაციენტი 2007 წელს -48პაციენტი , 2008 წელს-51 პაციენტი,2009 48 პაციენტი არის დაფიქსირებული. ეს დაავადება საქართველოში თითქმის არ არსებობდა თითო შემთხვევა თუ დაფიქსირდებოდა. ლეიშმანიოზი ცხოველებში წარმოადგენს გრანულემატოზურ დაავადებას კანის და შინაგანი ორგანოების, გამომწვევი უჯრედშიდა უმარტივესი მიკროორგანიზმები ტრიპანოსომატიდები leishmania donovani infantinumდა მიეკუთვნება ისეთ დაავადებას, რომელიც შემოტანილია ენდემური ადგილებიდან მაგ, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ადამიანებში leishmania donovaniიწვევს ვისცერალურ ლეიშმანიოზს (კალა-აზარ), გარემოში ველური მტაცებლები ძაღლისებრთა ოჯახიდან,მღრნელები,ძაღლები და კატები წარმოადგენენ რეზერვუარს leishmani donovani, leishmani tropica - ადამიანში (ჩრდილოეთ აფრიკა, ხმელთაშუა ზღვა) იწვევს კანის ლეიშმანიოზს, დასნებოვნება ხდება ენდემური ადგილებიდან გადამტანად ითვლება მოსკიტები– ფლებოტომუსები . ინკუბაციური პერიოდი 3-7 თვე, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე წელიც, ვასხვავებთ ლატენტურ ფორმებს, რომელიც საწყის სტადიაზე შეუმჩნეველია და ენდემურ ადგილებში თითქმის ნახევარზე მეტ ძაღლს აღენიშნება ეს დაავადება. ლეიშმანიოზი ძაღლებში არასპეციფიკურად ვლინდება და ხშირ შენთხვევაში ძაღლის პატრონი არ აკითხავს ვეტერინარ ექიმს , რაც მოგვიანებით ართულებს სურათს. ზოგ შემთხვევაში ძაღლებს ახასიათებთ ლეტარგია, ბეწვის ცვენა-ალოპეცია, სიცხე-ჰიპერთერმია დასუსტება, ანემია, ბრჭყალების ზედმეტად ზრდა, თვალების გარშემო ბეწვის შეთხელება სათვალისებურად, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პალპაციის დროს კი ტკივილი ღვიძლის გადიდება, კანის ეროზია. დიგნოზი ისმება ლაბორატორიულად,პრეპარატი-სისხლი ან ძვლის ტვინი. სეროლოგიური მეთოდი-ანტისხეულების გამოვლინებით ფლუოროსცენციით ან ჰემოაგლუტინაციით. პროგნოზი საფრთხილოა, ლეიშმანიოზი უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა გვაძლევს საშუალებას რემისიაში ჩავაგდოთ leishmania donovani თუმცა პერიოდულად დასჭირდება მკურნალობა რომ ამით გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. თუმცა ჩვენს პრაქტიკაში გამოჯანმრთელებულა სრულიად პაციენტი რაც ლაბორატორიულად დადასტურებულა და ესეც კაზუისტიკურ შემთხვევას მიეკუთვნება, სწორედ ჩვენი მიზანია დროულად მოგვმართოდ დროულად ჩავუტაროდ მკურნალობა, რომ აღმოვფხვრად ეს საკმაოდ არასასურველი დაავადება. პროფილაქტიკური ღონისზიება, ვაქცინაცია თუ სხვა საშუალებები დაიცავს თქვენს ოთხფეხა მეგობარს ამ დაავადებისაგან.
ვეტერინარი ექიმი ვახტანგ მამალაძე

Image

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 28 Jan 2010, 22:52 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
გლაუკომა განკურნებადია!
ჩვენი ვეტერინარული კლინიკის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა თვალის დაავადებებმა. განსაკუთრებით, როგორიცაა გლაუკომა.
გლაუკომა - თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თვალის შიდა წნევის მომატებით.
გლაუკომა: შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.
პირველადი გლაუკომა აღენიშნება ისეთ ძაღლებს, როგორიცაა: ბიგლი, კოკერ-სპანიელი, ბასეტ ჰაუნდი, პუდელი, ტაქსა, ჩაუ-ჩაუ, დალმატინერი. ამ ჯიშის ძაღლებს ეს დაავადება აღენიშნება თვალის დეფექტის გამო, რაც დაკავშირებულია თვალის შიდა წნევის მომატებით.
მეორადი გლაუკომა ვითარდება ანთებითი პროცესების დროს, თვალის ბროლის გადაადგილებისას, ტრავმული დაზიანების დროს და ა.შ. თუ არანაირ ზომებს არ მივიღებთ შესაძლებელია პაციენტმა მხედველობა დაკარგოს.
მედიკამენტოზური მკურნალობა გლაუკომის შემთხვევისას ხშირად ეფექტურია - გამოიყენება მხოლოდ თვალის შიდა წნევის დროებით დასაწევად.
მედიკამენტოზური მკურნალობა: წნევის დასარაგულირებლად გამოიყენება მანიტოლი და დიომაქსი.
პილოკარპინი 1% 5-6 ჯერ დღეში, ტიმოპტიკი და ა.შ. ქირურგიული მკურნალობა: ლაზეროთერაპია, თვალის ნაწილის დაშლა, რომელიც ხელს უწყობს თვალის შიდა წნევის დაწევას.
მინი მილის შეყვანა თვალში და შუნტირება, რომელიც სითხეს გამოდევნის გარეთ.
მხედველობის შენარჩუნებისათვის საჭიროებს კომპლექსური მკურნალობა, რაც საბოლოო ჯამში დადებით შედეგს იძლევა.
თუ გლაუკომა წარმოადგენს ნეოპლაზმის ან რთულად განკურნებად ინფექციურ დაავადების შედეგს, მაშინ თვალი მთლიანად უნდა იქნეს ამოკვეთილი (ენუკლეაცია) ქუთუთოები კი ამოკერილი.
ჩვენს კლინიკაში მედიკამენტოზურ მკურნალობით არა ერთხელ ჩატარებულა თვალის შუნტირება, ლაზეროთერაპია, რამაც მეტად სასიხარულო შედეგები მოგვცა.


ვეტერინარული კლინიკის მთავარი ვეტ-ექიმი - ვახტანგ მამალაძე.

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 29 Jan 2010, 23:44 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები

ძალიან მძიმეა, როდესაც საყვარელ ცხოველს უსვამენ დიაგნოზს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს, ეს მართლაც არასახარბიელო დიაგნოზია. ჰისტოლოგიურად ასხვავებენ ეპითელიალურ სიმსივნეს.(კეთილლთვისებიანი-ადენომა და ავთვისებიანი-ადენოკარცინომა, მეზენქიმალური სიმსივნე(კეთილთვისებიანი-ფიბრომა, ქონდრომა, ოსტეომა, მიოეპითელიომა, და ავთვისებიანი ფორმა ფიბროსარკომა, ქონდროსარკომა და ა.შ.) კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ლაქტოცელე, პაციენტების საშუალო ასაკია 9 წელი... ძუებს რომლებსაც აღენიშნებათ ცრუ მაკეობა სიმსივნის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია. ხშირი მშობიარობა სიმსივნის რისკის შემცირებაზე არ მოქმედებს, ხშირ შემთხვევაში ძაღლები ავადდდებიან მასტოპატიით რაც წინამორბედია ავთვისებიანი პათოლოგიის. ხვადები არ ავადდებიან ან ძალიან იშვიათად. მკურნალობის საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ქირურგიული მეთოდი. სარზევე ჯირკვლების ამოკვეთა და ოვარიო ექტომია, ქიმიოთერაპია ,სისხლის ფორმულის კონტროლი-ჰემოგლობინი, როე და ა. შ. კარგ შედეგს იძლევა GE-40, კამელინი, ქრისტეს სისხლა, ასდ-ფრაქცია-2, დროული მკურნალობა მეტ ეფექტს იძლევა. შევეცადოთ პაციენტი ვკვებოთ მცენარეული საკვებით, ნაკლებად მზის სხივები, იკრძალება ვიტამინოთერაპია. ჩვენ ბევრ პაციენტს ჩავუტარეთ ქირურგიული მკურნალობა, ქიმიოთერაპია და დღესაც ბედნიერად დარბიან.
ვეტერინარული კლინიკის მთავარი ექიმი ვახტანგ მამალაძე

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 31 Jan 2010, 16:37 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
ცოფი საშიში დაავადებაა

ცოფი საშიში დაავადებაა! ცოფი - ეს დაავადებაა, რომელიც სიკდვდილს იწვევს, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ეს დაავდება რეგისტრირებულია მსოფლიოს 113 ქვეყანაში და ასნებოვნებს 50 000 - მდე ადამიანს, რომლებიც იყვნენ კონტაქტში, როგორც შინაურ, ისე გარეულ ცხოველებთან. ბუნებაში ცოფის ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენენ გარეული ცხოველები: მგელი, ტურა, მელა, კურდღელი, მღრნელები და ა.შ. აღმძვრელს ნეირო ვირუსი წარმოადგენს, რომელიც კბენის საშუალებით, შეაღწევს ნერვულ ბოჭკოების გზით თავის თვინში, რის შედეგადაც ვითარდება ამ დაავადების კლინიკური ნიშნები. ინკუბაციური პერიოდი ერთი კვირიდან - ერთ წლამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია თუ რა სისწრაფით გადაადგილდება ვირუსი თავის ტვინამდე. თავის ტვინიდან ვირუსი ვრცელდება სანერწყვე ჯირკვლებში და აქედან იწყევა ვირუსის გამოყოფა. ძაღლები თავიდან ალერსიანები არიან, შემდეგ აგრესიულები და შემდგომში ჰიდროფობია და ფოტოფობია (წყლის შიში და სინათლის შიში) უვითარდებათ რის შედეგადაც ცხოველები იღუპებიან. ის პირნი, რომლებიც იყვნენ კონტაქტში დაავადებულ ცხოველებთან, აუცილებლად უნდა მიმართონ რაბიოლოგიურ კაბინეტს, სადაც ჩაუტარებენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, პროფილაქტიკურ იმუნიზაციას. ცოფის პროფილაქტიკა - ეს არის ცხოველის დროული აცრა, ამით თავიდან ავიცილებთ მეტად საშიშ დაავადებას, რომელსაც ცოფი ჰქვია. ჩვენს ვეტერინარულ კლინიკაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ცოფის პროფილაქტიკურ ღონისძიებას. პაციენტის მფლობელებს ვუკავშირდებით და ვახსენებთ, რათა დროულად ჩაუტარდეთ იმუნიზა
ვეტერინარი ექიმი ვახტანგ მამალაძე

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 01 Feb 2010, 23:32 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
როჭო-კავკასიის მთების სიამაყე


ფრინველები იმ იშვიათი ნიჭით არიან დაჯილდოებული, რასაც ფრინველის უნარი ჰქვია და ამიტომაც მათ შორის გეოგრაფიულად მცირე არეალში გავრცელებული, ანუ ენდემური სახეობები არც ისე ხშირად გვხვდება. ერთ-ერთ ასეთი იშვიათი სახეობაა კავკასიური როჭო,რომელის დედამიწის ძალიან მცირე ნაწილში- მხოლოდ კავკასიის მთებში ბინადრობენ და ჩვენს ბუნებას ამით უფრო მიმზიდველსა და უნიკალურს ხდის. სამწუხაროდ, კავკასიურმა როჭომ, შესაძლოა, უახლოეს 20- 30 წელიწადში უკვე თითქმის გადაშენებული სახეობების -ლეოპარდის, ქურციკის, აფთრის, გავაზის და სხვა ლეგენდათქცეული ჩვენი ფაუნის წარმომადგენლების ბედი გაიზიაროს. გავრცელების ვიწრო არეალისა და ადგილსამყოფელის დეგრადირების გამო იგი გადაშენების საფრთხის წინაშეა და გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს მიეკუთვნება- შეტანილია როგორც საეთაშორისო წითელ ნუსხაში, ასევე ევროპაში საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველთა სიაში და მისი გავრცელების ყველა ქვეყნის (რუსეთი, თურქეთი, ირანი სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო)წითელ წიგნში. ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ მის გადასარჩენად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგნენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი. კავკასიური როჭოს მთლიანი რაოდენობისა და გავრცელების არეალის ნახევარზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზეა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას-იგი ჩვენი მთებისა და ქვეყნის სიამაყეა და მისი შენარჩუნება ჩვენი ეროვნული ვალია.

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 01 Feb 2010, 23:37 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
Image

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 26 Feb 2010, 15:13 
Offline
User avatar

Joined: 04 Jan 2010, 14:56
Posts: 576
vet-express wrote:
მუხიანში 20 დღის წინ მანქანამ გადაუარა 10 თვის ძაღლს, თვითონ მძღოლმა, როგორც უმრავლესობას სჩვევია, გზა გააგრძელა. ძაღლმა სიმწრისგან აიკლო იქაურობა და ხოხვა-ხოხვით თავი შეაფარა კორპუსის სარდაფს. თვითმხილველებს ეგონათ, რომ ძაღლი მოკვდებოდა და აღარ დაიწყეს მისი ძებნა. რომ არა ერთი ღვთისნიერი ქალი, ძაღლს ნამდვილად არ დაადგებოდა კარგი დღე, ის აჭმევდა ცოტა შეიჩვია კიდევაც და როგორც იქნა ძაღლმა მისცა ნება ხელში აყვანისა. ამოიყვანა სახლში, მეც დამიკავშირდნენ და გადმოვიყვანეთ ვეტერინარულ კლინიკაში, სავალალო მდგომარეობა ჰქონდა...ძვალი სულ დამსხვრეული ჰქონდა, ძვლის ფრაგმენტები აკლდა კიდევაც. სამწუხაროდ, იძულებულნი გავხდით, ფეხის ამპუტაციისა.
ძაღლი ეხლა უკეთესად გრძნობს თავს და სასიხარულო იცით რა არის, რომ მას უკვე პატრონი ჰყავს, რომელიც არაფერს არ დააკლებს. ღმერთო ამრავლე ასეთი ხალხი! ეს კეთილ შობილი ადამიანები -გიორგობიანი ინგა და იგორი გახლავთ , ხშირად გვირეკავენ და ნუცას შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან. ასე დაიწყო ბედნიერად ნუცას ცხოვრებაში ახალი წელი. მაგრამ სამწუხაროა რომ სხვა ქუჩის ბინადართ არ გაუმართლა და ისევ უპატრონობაში და ბედის ანაბრად აგრძელებენ მძიმე წუთისოფელს.იმედია ჩვენი მოქალაქეები გამოფხიზლდებიან და შეიწყალებენ მშიერ წყურვალ ოთხფეხა მეგობრებს

Image Image
ღმერთმა ამრავლოს ესეთი ადამიანები :( რა საყვარელი ნუცაა :heart:
ძალიან მეცოდებიან მიუსაფარი ძაღლები რომლებსაც ადამიანები ერჩიან :(

_________________
700 345 მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს 1 ლარით დაეხმარეთ მიუსაფარ ცხოველებს!!!

Image Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 26 Feb 2010, 15:17 
Offline
User avatar

Joined: 04 Jan 2010, 14:56
Posts: 576
vet-express wrote:
Image

თბილისში 2თვის წინ მანქანა დაეჯახა 4 თვის ძაღლს-ლეკვს,მანქანა კი გაუჩინარდა , მნახველებმა სინანული გამოთქვეს და არანაირი ზომები არ მიიღეს, რომ არა ოლგა ჰილიკი (პოლონეთის მოქალაქე)არ ვიცი ამ ლეკვს რა ეშველებოდა, კითხვა კითხვით მოვიდა ჩვენთან კლინიკაში, მეც გავყევი და მივედით იმავე ადგილას -ძაღლი იცლებოდა სისხლისგან . ჩვენ გავუწიეთ ვეტერინარული დახმარება, ასევე ჰქონდა მოტეხილობა უკანა კიდურის ბარძაყის ძვლის-ჩაუტარდა ოსტეოსინთეზი ოპერაცია.ღამეებს ვუთენებდით- მადლობა ღმერთს გამოჯანმრთელდა და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ღვთისნიერმა ადამიანმა თან წაიყვანა პოლონეთში. პოლონეთში ბედნიერად იქნებაო... ჩვენი დიდი მადლიერი დარჩა. საწყენი იცით რა არის, რატომ ჩვენთან უმრავლესობას არ აწუხებს ქუჩის ძაღლების ბედი, რატომ სხვამ უნდა მაგალითი მოგვცეს, წარმოიდგინეთ რა წარმოდგენა ექნება ჩვენზე... ან იმ მძღოლს არ უფიქრია, რომ შეიძლებოდა დახმარება გაეწია ცხოველისთვის?!.... რა ხდება ? რა გვჭირს?... დროა გამოვფხიზლდეთ, შევიწყალოთ, შევიფაროთ, ვიყოთ კეთილშობილები!

ეს გოგონა ოლგა ჰილიკია. ის ძაღლი თავს კარგად გრძნობს, მალე სურათებსაც გამოვაქვეყნებ.
P.S. ეს ფისოც ქუჩიდან ავიყვანეთ და დღეს დღეობით თავს ბედნიერად გრძნობს.
ხოო თავი რო მოგვაქვს ქართველებს მართლა უმრავლესობას ან ფეხებზე კიდია ეს ცხოველები ან კიდევ უარესი აწვალებენ და კლავენ :( იმ მანქანის მძღოლებს ესე უმოწყალოდ რო იტანენ ძაღლებს ისევე დავამტვრევდი ძვლებში Fუ არაადამიანები :(

_________________
700 345 მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს 1 ლარით დაეხმარეთ მიუსაფარ ცხოველებს!!!

Image Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Vet-Express - ვეტერინარია
PostPosted: 27 Feb 2010, 23:41 
Offline
User avatar

Joined: 21 Nov 2009, 21:17
Posts: 32
სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება ჩამოყალიბდა 2008 წლის 20 აპრილს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ და შევიფაროთ უპატრონო ცხოველები და დავიცვათ მათი უფლებები. ვუწევთ ვეტერინარულ დახმარებას და შემდგომში ვეძებთ ახალ პატრონს, რათა გავულამაზოდ ისედაც ტანჯული ცხოვრება. თუ ცხოველის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ან ირღვევა მისი უფლებები გთხოვთ შეგვატყბინოთ, რათა დროულად მოვახდინოთ რეაგირება და გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე. ყოველი ჩვენთაგანის ვალია დავეხმაროთ, შევიფაროთ და გადავარჩინოთ ოთხფეხა მეგობრები. ისინი ხომ ჩვენზე არიან დამოკიდებულნი.

სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი ანგარიშის ნომერი: 875134900; ბანკის კოდი: 220101502; თითოეული თეთრი მოხმარდება უპატრონო ცხოველის კეთილდღეობას - მათთვის თავშესაფრის ასაშენებლად! - გმადლობთ კეთილშობილებისათვის!

http://vet-express.ge/animal_protection.php

_________________
http://www.vet-express.ge


Top
 Profile E-mail  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 37 posts ]  Go to page 1, 2  Next
Post a reply
Username:
ქართულად
{ SMILIES }
{ QUOTE_SELECTED }
 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Registered users: Alexander, chezy, IKA, JaReD, n-i-n-o, nisaba, T.K., t@mt@_tetradze, t_a_m_t_a_, დადო


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group