პოლიტიკა | ეკონომიკა | კულტურა | ტექნოლოგია | სპორტი
რეკლამა ჩვენს საიტზე
It is currently 09 Sep 2010, 22:03

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 17 posts ] 
Author Message
 Post subject: Jimi Hendrix
PostPosted: 12 Mar 2010, 20:54 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
Image

ჯონ ალენ ჰენდრიქსი სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, დაიბადა. დედა - ლუსილ ჯეტერი ალკოგოლიკი, თირკმელების ცეროზით გარდაიცვალა. ომიდან დაბრუნებული მამა - ელ ჰენდრიქსი, ბიჭს სახელს უცვლის და ჯეიმს მარშალს არქმევს. ბებიამ ჯიმზე დიდი გავლენა მოახდინა, მას მისი ამერიკული წარმომავლობით სიამაყეს უნერგავდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, მამამ მას 5 დოლარიანი აკუსტიკური გიტარა უყიდა, რითაც ფაქტიურად შვილის მომავალი განსაზღვრა.

ჯიმი ადგილობრივ სიეტლურ ჯგუფებთან ერთად უკრავდა. მალე მანქანის გატაცების ბრალდებით, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისმა ადვოკატმა სასჯელის შემსუბუქება შეძლო და 101-ე საპარაშუტო-სადესანტო დივიზიაში ორი წლით იქნა გადაყვანილი. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ჯიმი მეგობარ ბილი კოკსთან ერთად ნევშილში მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ კლუბებში და ქუჩებში უკრავდნენ და ცხოვრობდნენ კიდეც...

1965 წელს ჰენდრიქსი კონტრაქტს ედ ჩალპინთან აფორმებს და ჩანაწერების ჰონორარს 1 დოლარს იღებს.

1966 წელს ის საკუთარი ჯგუფში „Jimmy James and The Blue Flames“ და ნიუ-იორკის კლუბში „Cafe Wha?“ უკრავს. იქ ერთ-ერთი გამოსვლისას ჩეზ ჩენდლერი გაიცნობს, მასთან ერთად ახალ ჯგუფს „The Jimi Hendrix Experience“ აყალიბებს და მეგობარ გოგონასთან, კეტი ეტჩინგემთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადადის. ჯგუფში აგრეთვე ნოელ რედინგი და მიტჩ მიტჩელი უკრავდნენ, პრომოუშენს კი თავად ჩენდლერი უძღვებოდა.

კოლექტივმა პოპულარობის მოპოვება რამდენიმე გამოსვლით შეძლო. სიმღერები „Purple Haze“, „Hey Joe“ და „The Wind Cries Mary“ ტოპ-ათეულში მოწინავე პოზიციებზე მოხვდნენ.

1967 წელს ჯგუფის პირველი ალბომი „Are You Experienced“ გამოვიდა. ერთი წლის შემდეგ კი ჰენდრიქსს სტოკჰოლმში, სასტუმროს ნომრის დარბევის გამო, კვლავ აპატიმრებენ.

ხანმოკლე იძულებითი შესვენების შემდეგ, ალბომი „Electric Ladyland“ გამოდის, რომელშიც 15 წუთიანი ბლუზი „Voodoo Child“, ჯაზური კომპოზიცია „Rainy Day, Dream Away/Still Raining, Still Dreaming“ და ბობ დილანის სიმღერის ახალი ვერსია „All Along the Watchtower“ შედის. შემდეგ ჰენდრიქსი ამერიკაში ბრუნდება და ნიუ-იორკში საკუთარ სტუდიას „Electric Lady“ ხსნის.

ჯიმის შემოქმედებითი დისციპლინა ნელ-ნელა ექსცენტრიულობაში გადაიზარდა და ჩენდლერი იძულებული გახდა მისი საქმიანობა მეიკ ჯეფრისთვის გადაებარებინა. 1969 წლის 3 მაისს ტორონტოს აეროპორტში, ჯიმის ტვირთში ჰეროინის აღმოჩენის შემდეგ, მომღერალი კვლავ დააპატიმრეს და მხოლოდ 10 000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

აგვისტოში ის ახალ ჯგუფს „Gypsy Sun and Rainbows“ ქმნის, რომელის შემადგენლობაშიც ბილი კოკსი, ლარი ლი, ჯერი ველეზი, იუმა სულტანი და მიტჩ მიტჩელიც შედიან. ჯგუფმა ცოტა ხანი იარსება და ჯიმმაც ბადი მაილზთან და ბილი კოკსთან ერთად, ახალი პროექტის „Band of Gypsys“, განხორციელება წამოიწყო.
1970 წლის 30 აგვისტოს ჯიმი დიდ ბრიტანეთში ფესტივალზე „Isle of Wight“ გამოდის.

1970 წლის 18 სექტემბერს კი, მომღერალი ლონდონში, სასტუმრო „Samarkand“ ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. მან ღამე მეგობარ მონიკა დენემანთან ერთად ნომერში გაატარა და 9 აბი ძილის წამლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა...

რამდენიმე წლის შემდეგ მონიკამ ინტერვიუში განაცხადა, რომ სასწრაფოს მოსვლისას ჯიმი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ჰენდრიქსის ბიოგრაფიულ ფილმში სასწრაფო დახმარების ექიმი აცხადებს, რომ იმ დროისთვის მომღერლის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ჯიმ ჰენდრიქსი რენტორნში ვაშინგტონის შტატში გრინვუდის მემორიალურ პარკში დაკრძალეს.

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.jimi-hendrix.com


დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები :

«Are You Experienced» (მაისი 1967)
«Axis: Bold as Love» (დეკემბერი 1967)
«Electric Ladyland» (სექტემბერი 1968)
«Rainbow Bridge» (ოქტომბერი 1971)
«The Cry Of Love» (1971)
«War Heroes» (ოქტომბერი 1972)
«Voodoo Soup» (1995)
«First Rays of the New Rising Sun» (ჩაწერილია 1968—1970, გამოშვებულია აპრილი 1997)
«South Saturn Delta» (1997)

საკონცერტო ჩანაწერები :

«Band of Gypsys» (აორილი 1970)
«Live at Woodstock» (ივლისი 1999)
«Band of Gypsys Live at the Fillmore East» (1999)
«Blue Wild Angel» (სექტემბერი 2002)
«Live at Berkeley» (სექტემბერი 2003)

კრებულები :

«Smash Hits» (1969)
«The Singles Album» (თებერვალი 1983)
«Kiss The Sky» (1984)
«The Ultimate Experience» (1992)
«Experience Hendrix: The Best of Jimi Hendrix» (1997)
«Blues» (აპრილი 1994)
«BBC Sessions» (ივნისი 1998)
«The Jimi Hendrix Experience» (Box Set) (სექტემბერი 2000)
«Voodoo Child — The Jimi Hendrix» Collection (2002)
«The Singles Collection» (10 CD-single Box Set) (2003)

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 12 Mar 2010, 20:56 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
Valleys Of Neptune

Image

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 12 Mar 2010, 21:02 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
Blue Wild Angel- Live at the Isle of Wight

Image

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 12 Mar 2010, 21:03 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
The Last Experience

Image

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 13 Mar 2010, 00:32 
Offline
User avatar

Joined: 30 Dec 2009, 19:02
Posts: 1481
ოოო, ჩემი დიდი მასწ.-ი... ჰეეეეი ჯოოო...


მაგრამ, შენ რა პონტში T.K.-ვ?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 16 Mar 2010, 11:30 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
jampo ადმინებიც ვუსმენთ ხოლმე კარგ მუსიკას :D

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 05 Apr 2010, 02:16 
Offline
User avatar

Joined: 30 Dec 2009, 19:02
Posts: 1481
T.K. უტენგენატალე

ეგე მე რა გადმოვწერე იმ დღეს

Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 05 Apr 2010, 03:07 
Offline
User avatar

Joined: 02 Apr 2010, 00:03
Posts: 609
jampo საიდან გადმოიწერე ძმურად ლინკი დამიდე რა :prayy:


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 08 Apr 2010, 12:38 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
Quote:
ლინკი დამიდე რა


+1 :D

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 11 Apr 2010, 02:23 
Offline
User avatar

Joined: 30 Dec 2009, 19:02
Posts: 1481
ლინკი 1


ლინკი 2



თუ რამე პრობლემები შეიქმნა გადმოწერისას, კიდევ ერთხელ მიხმეთ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 11 Apr 2010, 02:38 
Offline
User avatar

Joined: 02 Apr 2010, 00:03
Posts: 609
jampo გაიხარე ბრატ :hi:


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 11 Apr 2010, 02:42 
Offline
User avatar

Joined: 30 Dec 2009, 19:02
Posts: 1481
zippo კაიკაცი (:







ჩემი ცაცია მასწ.-ი
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 11 Apr 2010, 18:26 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
jampo ჯიგარ :D :up:

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 18 Apr 2010, 01:27 
Offline
User avatar

Joined: 30 Dec 2009, 19:02
Posts: 1481
T.K. უტენგენატალე



დღEს ვიხვეწებოდით მე და თავგასა voodoo ჩაილდი დაუკარითო და არ ქნეს...
არა და რა კარგად უკრავდა ცხონებული ჯიმი?!
ვოგანიც არანაკლებ უკრავდა...
ეიპრილმაც მაგრად დაუკრა ადრე და აღარ გაიმეორეს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 13 Aug 2010, 11:42 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
Image

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 13 Aug 2010, 11:43 
Online
Super User
User avatar

Joined: 26 May 2009, 13:42
Posts: 9424
Location: Let's talk about Cesc baby
Jimi Hendrix - Stockholm - The Wind Cries Mary (live 1967)

_________________
Image


Top
 Profile E-mail  
 
 Post subject: Re: Jimi Hendrix
PostPosted: 13 Aug 2010, 11:47 
Offline
User avatar

Joined: 30 Dec 2009, 19:02
Posts: 1481
T.K. კაი კაცი :clap:


ამას ქვია ოპერატიულობა





ვუდსტოკი 69 წელი, ჯიმის დედის გინება გიტარით : D
http://www.youtube.com/watch?v=nqS2KieC_JM
ოქროს ხანა ბლუზ-როკისთვის და სერთოდ, მუსიკისთვის...


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 17 posts ] 
Post a reply
Username:
ქართულად
{ SMILIES }
{ QUOTE_SELECTED }
 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Registered users: Alexander, chezy, JaReD, Murphy_, n-i-n-o, nisaba, Surrender, T.K., t@mt@_tetradze, t_a_m_t_a_, taak..., დადო


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group